მიხეილ გიორგაძემ ახალგაზრდა მოკრივეებს უმასპინძლა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად მოკრივეთა 22 წლამდე ნაკრების წევრებს შეხვდა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართული კრივის ბოლოდროინდელი მიღწევები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

მისივე ინფორმაციით, გიორგაძემ დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და მოკრივეებს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. მისივე ცნობით, შეხვედრას ესწრებოდა კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით წიკლაური, რომელიც თებერვალში ევროპის კრივის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს.

„2019 წელი საქართველოს კრივის ფედერაციისთვის წარმატებულად დაიწყო. 10-17 მარტს, ვლადიკავკაზში გამართულ ევროპირველობაზე, 22 წლამდე ნაკრებმა 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ანა ხუნჯუა გახდა პირველი ქართველი მოკრივე გოგონა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის მედალს დაეუფლა. ხუნჯუამ (54 კგ) მეოთხედფინალში ბელარუსის წარმომადგენელი დაამარცხა, ნახევარფინალში მასპინძელთა წარმომადგენელთან დამარცხდა და ისტორიული მედალი მოიპოვა. ბრინჯაოს მედლები ვაჟთა შორის მოიპოვეს ნოდარ დარბაიძემ (52კგ), არტიუშ გომციანმა (56კგ) და ნიკოლოზ ბეგაძემ (91კგ).

ჩემპიონატის პარალელურად გაიმართა ევროპის კრივის ფედერაციის აღმასკომის სხდომა. სხდომაზე გადაწყდა, რომ მოსწავლე მოკრივეთა შორის ევროპის 2019 წლის ჩემპიონატს აგვისტოში თბილისი უმასპინძლებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო