კობა გვენეტაძე საბანკო რეგულაციებზე - საჭიროა ანალიზი, რის შემდეგაც, აუცილებლობის შემთხვევაში, საჭირო ცვლილებებს განვახორციელებთ

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, ფინანსური რეგულაციების საერთო სურათის დანახვას მონაცემების შეფასება და ანალიზი სჭირდება, რის შემდეგაც აუცილებლობის შემთხვევაში, საჭირო ცვლილებებსაც განახორციელებენ.

როგორც კობა გვენეტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რეგულაციები გრძელვადიან ეფექტზეა გათვლილი და სექტორის მდგრადობას ემსახურება.

„რაც შეეხება რეგულაციებს, დასკვნების გამოტანა ჯერ ადრეა. მესმის, რომ ამ ეტაპზე გარკვეული საკითხები წარმოიშვა, მაგრამ ჩვენ უნდა შევხედოთ დიდ სურათს და ახლა გავაკეთოთ ის, რაც საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში ქვეყანას საფრთხეებს ააცილებს. მინდა, ჩვენმა საზოგადოებამ გაითავისოს, რომ ეროვნული ბანკის მოვალეობაა მიიღოს საჭირო, ზოგჯერ რთული და არაპოპულარული ზომები სისტემაში რისკების შესამცირებლად და ეს გადაწყვეტილებები თუ ნაბიჯები მნიშვნელოვანია ქვეყნის ფინანსური სექტორის განვითარებისთვის და ფინანსური სტაბილურობისთვის.

დანერგილი რეგულაციების შეფასებისას ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის გრძელვადიანი მიდგომა, რომელიც სექტორის მდგრადობას ემსახურება. ჩვენ ვცდილობთ რისკების მიტიგაციას და კრიზისის პრევენციას. ამავე დროს, მსურს საზოგადოებამ გაითვალისწინოს, რომ ორიენტირებულები ვართ გრძელვადიან შედეგებზე და არა მოკლევადიან ეფექტებზე. ასევე, ეს არის საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა და სურათის დასანახად მონაცემების შეფასება და ანალიზი გვჭირდება, რის შემდეგაც აუცილებლობის შემთხვევაში საჭირო ცვლილებებსაც განვახორციელებთ“, - განაცხადა გვენეტაძემ.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა