„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - გამოკითხულთა 27% მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლება პროდასავლურია, 16%-ის აზრით - პრორუსულია

გამოკითხულთა 16% მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლება პრორუსულია, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევაშია აღნიშნული.

კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი (41%) ფიქრობს, რომ ხელისუფლება ცდილობს, რუსეთთან და ევროპასთან ერთნაირად კარგი ურთიერთობა ჰქონდეს, მოსახლეობის 27%-ის აზრით, კი ხელისუფლება პროდასავლურია.

რაც შეეხება რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობას, მოსახლეობის აზრი თითქმის თანაბრად არის გაყოფილი. გამოკითხულთა 46% ფიქრობს, რომ რუსეთის ფედერაცია არის საქართველოს ოკუპანტი და მასთან არ უნდა გვქონდეს კეთილმეზობლური ურთიერთობა, სანამ არ მოხდება ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია.

გამოკითხულთა 44%-ის აზრით კი, რუსეთი საქართველოს მეზობელი, ერთმორწმუნე სახელმწიფოა, რომელთანაც ისტორიულად ბევრი საერთო ფასეულობა გვაკავშირებს და მიუხედავად ოკუპაციისა, მასთან კეთილმეზობლური ურთიერთობა უნდა გვქონდეს.

კვლევა 2019 წლის 20 თებერვლიდან - 5 მარტის პერიოდში ჩატარდა. კვლევის ფარგლებში სულ გამოიკითხა 2087 ადამიანი. ცდომილების ზღვარი 2.3%-ია.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო