ლიბიაში მყოფი ქართველი მეზღვაურების ოჯახის წევრების განცხადებით, საგარეო უწყებაში მათ დახმარების დაპირება მიიღეს

ლიბიაში მყოფი ქართველი მეზღვაურების ოჯახის წევრებსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს შორის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ლიბიაში მყოფი ერთი-ერთი მეზღვაურის, რაულ ტაკიძის მამამ განაცხადა, შეხვედრა ნაყოფიერი იყო და მათ სახელმწიფოსგან დახმარების დაპირებები მიიღეს.

„შეხვედრა ნამდვილად პროდუქტიული იყო. ჩემი მოთხოვნა იყო, რომ დაჩქარდეს გამოძიება. დახმარებას შეგვპირდნენ, უსაფრთხოებას, ყოველდღიურ კომუნიკაციას. ჩემ შვილს და მის მეგობრებს არ ჰქონიათ პრობლემა იმის, რომ მშიერი ყოფილიყვნენ, ჰქონდათ ყველაფერი. გვინდოდა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მთავრობის დახმარება და დაგვპირნდენ“, - განაცხადა ფრიდონ ტაკიძემ.

ლიბიაში გამოძიება ქართველი მეზღვაურის, დავით რაზმაძის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარეობს. იგი მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ თურქულ გემზე რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძესთან ერთად მუშაობდა. 7 იანვარს გემი ნავსადგურ მისრატაში იმყოფებოდა, როცა ქართველი მეზღვაური გემბანიდან გაუჩინარდა.

სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მეზღვაურის ცხედარი 21 იანვარს იპოვეს. გარდაცვლილი დავით რაზმაძე საქართველოში 5 მარტს ჩამოასვენეს.

რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძე ამ დრომდე ლიბიაში იმყოფებიან.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო