საქართველოს მთავრობა ზაზა ოქუაშვილის საქმესთან დაკავშირებით სტოკჰოლმის არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს

საქართველოს მთავრობა ზაზა ოქუაშვილის საქმესთან დაკავშირებით სტოკჰოლმის არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს და განმარტავს, რომ საქართველოს სახელმწიფო არც დაკისრებული ხარჯების გადახდას გეგმავს.

„საქართველოს მთავრობამ სტოკჰოლმის არბიტრაჟს უკვე აცნობა, რომ აპირებს საგანგებო არბიტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას ზაზა ოქუაშვილის საქმესთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველო დაკისრებულ ხარჯებსაც არ გადაიხდის, მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო არბიტრმა ამ ნაწილში ოქუაშვილის მოთხოვნა მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

აღსანიშნავია, რომ საგანგებო არბიტრმა, ასევე, არ დააკმაყოფილა ზაზა ოქუაშვილის მთავარი მოთხოვნა, რომელიც ეხებოდა სახელმწიფოს მხრიდან მომჩივნის კუთვნილ 11 კომპანიაზე რაიმე სახით საკუთრების შეზღუდვას ან მის რეალიზაციის აკრძალვას. საგანგებო არბიტრმა მიიჩნია, რომ ზაზა ოქუაშვილმა ვერ დაამტკიცა, რომ ქართული მხარე ახორციელებს ან აპირებს რაიმე ზომების მიღებას მოსარჩელის კომპანიების და ქონების მიმართ და, შესაბამისად, საფრთხე, რომელზეც მოსარჩელე მიუთითებდა, იყო ჰიპოთეტური.

საგანგებო არბიტრმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა და გადაწყვიტა, რომ საქმეში არსებული მასალების საფუძველზე სახეზეა დროებითი ზომების მიღების აუცილებლობა. თუმცა, გაუგებარია, რა მიზანს ისახავს საგანგებო არბიტრის აკრძალვა, არ განხორციელდეს მომჩივნისა და მისი კუთვნილი კომპანია - შპს “ოჯთ”-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გათვალისწინებული აღსრულების ღონისძიებები, ვინაიდან, 2018 წლის 4 ოქტომბრიდან დღემდე, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ისინი ისედაც არ განხორციელებულა.

საზოგადოების ინფორმირებისთვის, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საგანგებო არბიტრის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ ზაზა ოქუაშვილის ბრიტანელმა ადვოკატმა მომართა იუსტიციის სამინისტროს და ულტიმატუმი წაუყენა საქართველოს მთავრობას. კერძოდ, მან მოითხოვა შეხვედრის ორგანიზება 24 საათის განმავლობაში და მოლაპარაკებების წარმოება დავის მორიგებით გადაწყვეტის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, პროცესის ესკალაცია, დავის გაგრძელება და საკუთარი ინტერესების დაცვისთვის ბრძოლა დააანონსა.

იუსტიციის სამინისტრომ, რომელიც ამ საქმეზე წარმოადგენს საქართველოს მთავრობას, უარი განაცხადა ამგვარ ულტიმატუმზე და შეახსენა ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელს, რომ ბატონი ზაზა ოქუაშვილი საქართველოს მოქალაქეა, ის არის გადასახადების გადამხდელი, როგორც ნებისმიერი სხვა მოქალაქე და ბიზნესმენი, ხოლო გადასახადების გადამხდელისათვის შეუსაბამო ქცევაა მთავრობისთვის 24-საათიანი ულტიმატუმების წაყენება იმ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის გამოტანაც მოხდა არაგონივრულად მოკლე ვადებში მოსარჩელის მიერ შესაბამისი პროცედურების ბოროტად გამოყენებისა და სამართლიანი პროცესის პრინციპების დარღვევით“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ "ომეგა ჯგუფმა" დღეს განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელისუფლებას „ოჯთ“-ის მთლიანი ქონების აუქციონზე გაყიდვა აეკრძალა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა