ლევან დავითაშვილი - სოფლის განვითარების ახალი ხედვა ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილებასა და პრაქტიკას დაეყრდნობა

საერთაშორისო კონფერენცია „სოფლის განვითარების პოლიტიკა 2020+ ევროპული პრაქტიკის დანერგვა საქართველოში“ მონაწილეებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სიტყვით მიმართა.

ლევან დავითაშვილის თქმით, 2016 წელს საქართველოს მთავრობამ სოფლის განვითარების პირველი ეროვნული სტრატეგია (2017-2020 წწ) შეიმუშავა და განხორციელება მიღებული გეგმის მიხედვით დაიწყო. დღეს კი სახელმწიფო ახალი სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავებაზე მსჯელობს, რომელიც უფრო გრძელვადიანი იქნება და იმ გამოცდილებას ასახავს, რაც წლების განმავლობაში დაგროვდა.

„სოფლის განვითარების ახალი ხედვა ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილებასა და პრაქტიკას დაეყრდნობა. ჩვენი მიზანია, ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს ყველასთვის თანაბრად, განვითარება იყოს ინკლუზიური და მოიცავდეს სოფლად მცხოვრები მოსახლების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩვენ, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების დონეებს შორის, განსხვავების აღმოფხვრაზე ვიმუშავებთ. მომავალი შვიდი წლის პრიორიტეტული მიმართულებები ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობას, დასაქმების გაზრდას და სოფლის განვითარებაში მოსახლეობის აქტიურ ჩართულობას ითვალისწინებს. სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავება, შენახვა, მარკეტინგი, მიწოდება, აგროტურიზმი, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და ა.შ. სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები იქნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კონფერენციის ფარგლებში, პოლიტიკის შემუშავებისა და ინსტიტუციური მოწყობის საკითხებთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა. კონფერენციის მონაწილეებმა საქართველოში საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გამოყენების დანერგვის შესაძლებლობები განიხილეს.

კონფერენცია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით გაიმართა.

საგამოფენო ცენტრში „ექსპო-ჯორჯია“ გამართულ ღონისძიებას ქართველი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წამყვანი ექსპერტები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს