დავით ზალკალიანი - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ლიბიაში მყოფი ქართველი მეზღვაურები დავიხსნათ

ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ლიბიაში მყოფი ქართველი მეზღვაურები დავიხსნათ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ლიბიაში მყოფ ქართველ მეზღვაურებზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ. გუშინ გვქონდა შეხვედრა მათი ოჯახის წევრებთან. იქ საომარი მოქმედებაა, ძალიან რთულია საომარი მოქმედების დროს მოახდინო სწრაფი და დროული რეაგირება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ. ლიბიაში არის დროებითი მმართველი და არის ასევე ის ოპოზიციური ძალა, რომელიც თავდასხმას ახორციელებს ლიბიის დედაქალაქზე, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ვიყენებთ სხვა ქვეყნებს ვისაც აქვთ იქ წარმომადგენლობა, რომ დავიხსნათ ეს ადამიანები",- განაცხადა ზალკალიანმა.

ლიბიაში მყოფი ქართველი მეზღვაურების, რაულ ტაკიძის და მანუჩარ კეკელიძის ოჯახის წევრების განცხადებით, ლიბიაში დავით რაზმაძის გარდაცვალების შემდეგ, რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძე რამდენიმე თვეა ყოველდღიურად დაკითხვაზე იმყოფებიან და ქვეყნის დატოვების უფლებას ლიბიის ხელისუფლება არ აძლევს.

იხილეთ ვიდეო

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს