„ცენტრ პოინტის" საქმის „მიონის" ეპიზოდზე მაია რჩეულიშვილის მიმართ განაჩენი ხვალ გამოცხადდება

„ცენტრ პოინტის" საქმეზე „მიონის" ეპიზოდზე ბრალდებულების, მაია რჩეულიშვილისა და ქეთევან ჟორდანიას მიმართ განაჩენი ხვალ, 10 აპრილს გამოცხადდება.

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:00 საათზეა დანიშნული, სადაც მხარეები დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ. ხვალინდელ სხდომაზე უნდა წარმოთქვას საბოლოო სიტყვა თავად ბრალებულმა მაია რჩეულიშვილმაც.

გასული სხდომა სწორედ მისი გამოუცხადებლობის გამო გადაიდო. მოსამართლე გიორგი ებანოიძემ განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი, ბრალდებული კვლავ არ გამოცხადდებოდა სასამართლოში, პროცესს აღარ გადადებდა.

როგორც საქმის პროკურორი, დავით გუმბერიძე აცხადებს, პროკურატურას ერთ-ერთი ბრადებულის ჩვენება აქვს, რომელიც მაია რჩეულიშვილის მიმართ უშუალოდ მამხილებელ ჩვენებას იძლევა. საუბარია ქეთევან ჟორდანიაზე, რომელიც სწორედ იმ ობიექტის ხელმძღვანელი პირი იყო, საიდანაც მოხდა თანხების მითვისება.

როგორც გუმბერიძე აცხადებს, ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს. მისივე თქმით, თუკი, სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, სასჯელი იმაზე უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე რჩეულიშვილს სასამართლომ სხვა ეპიზოდზე განუსაზღვრა.

ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეს- 2 წლიანი განხილვის ვადა სწორედ, ხვალ ეწურება.

მაია რჩეულიშვილსა და ქეთევან ჟორდანიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც თაღლითობას გულისხმობს. რაც შეეხება ქეთევან ჟორდანიას, მას საპროცესო შეთანხმება აქვს გაფორმებული.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო