კახა კუჭავა - მხარს არ ვუჭერთ ინიციატივას, რომლის მიხედვით, დაცულ ტერიტორიებზე შეიძლება ენერგეტიკული პროექტები განხორციელდეს

მხარს არ ვუჭერთ ინიციატივას, რომლის მიხედვით, დაცულ ტერიტორიებზე შეიძლება ენერგეტიკული პროექტები განხორციელდეს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ “დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონში შეთავაზებული ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით განუცხადა.

აღნიშნული კომიტეტი მთავრობის საკანონმდებლო პაკეტზე წამყვანი კომიტეტია. ამასთან, კუჭავამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, საკანონმდებლო პაკეტის ის ნაწილი, რომელიც არაგვისა და თრუსოს დაცული ლანდშაფტების შექმნას ითვალისწინებს.

“გარემოს დაცვის კომიტეტი დაცულ ტერიტორიებზე ინფრასტუქტურული პროექტების განხორციელებას მხარს არ უჭერს. ასეთია ჩვენი პოზიცია. დაცული ტერიტორიები იმისთვის იქმნება, რომ მოხდეს კონსერვაცია ბიომრავალფეროვნების, რაც გაგვაჩნია, ამიტომ დაცულ ტერიტორიებზე ნებისმიერი სახის ენერგეტიკული პროექტის შექმნას მხარს არ ვუჭერთ. არსებობს იშვიათი გამონაკლისები - მაგალითად, საგურამოს დაცული ტერიტორია, სადაც ენერგეტიკული ხაზები გადადის. ეს არის იშვიათი გამონაკლისი, რომელსაც ცალკე რეგულაცია სჭირდება. ჩვენ კანონპროექტიდან ამ ჩანაწერის ამოღებას მოვითხოვთ“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

პარლამენტი ხვალ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს, რომლის მიხედვით, მთავრობის გადაწყვეტილებით, დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ენერგეტიკული მნიშვნელობის ობიექტისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა ხდება დასაშვები.

ამას “დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც მთავრობამ პარლამენტს ჯერ კიდევ დეკემბერში წარუდგინა, თუმცა პროექტის საკომიტეტო განხილვა რამდენჯერმე გადაიდო. ხვალ ამ ინიციატივაზე პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში იმსჯელებენ.

ამავე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი დაცული ტერიტორიების - არაგვისა და თრუსოს დაცული ლანდშაფტების შექმნა.

საკანონმდებლო პაკეტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა. პროექტის ინიციატორია - მთავრობა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს