სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს დროშის გულისთვის ძალიან ბევრმა ადამიანმა სიცოცხლე „დასდო“

ჩემთვის, როგორც თქვენთვის, ალბათ, ამ ორი დროშის წინ დგომა არის რაღაც სხვა, ბევრ რამესთან არის დაკავშირებული და პირველ რიგში ჩვენს სამშობლოსთან. ორივე დროშის გულისთვის ძალიან ბევრმა ადამიანმა სიცოცხლე დასდო, იმისთვის, რომ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა ყოფილიყო სამარადისოდ, -ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრებს და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებს პრეზიდენტის ავლაბრის ყოფილ სასახლეში გამართულ მიღებაზე, რომელშიც როგორც საქართველოს არსებული სახელმწიფო დროშა, ისე ძველი დროშა იყო გამოფენილი.

სალომე ზურაბიშვილმა დამსწრეებს მიმართა წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა ამ ადამიანების დამსახურებაა.

„დღეს 9 აპრილს, აქ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ჩვენ პირველად ვატარებთ ერთობლივ ღონისძიებას და ამისთვის მადლობა თქვენ. დღეს აქ მოვიპატიჟეთ პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს ყველა წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა ამ ადამიანების დამსახურებაა. მათი აქ ყოფნა, თქვენი აქ ყოფნა ნიშნავს თქვენს აღიარებას, მათი და თქვენი აქ ყოფნა საზოგადოებრივი თანხმობისკენ გადადგმული პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. დღეს აქ არიან 1989 წლის 9 აპრილის დაღუპულთა ოჯახის წევრები და მათ მინდა მივესალმო, აქ არის ის უზენაესი საბჭო, რომელმაც კარი გაუხსნა საქართველოს დამოუკიდებლობას და ეს არ არის შემთხვევითობა,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ