ქართული პრესის მიმოხილვა 10.04.2019

"კარგს იოლად ეჩვევა ადამიანი... ჩვენი მიღწევების შეფასება უჭირთ" - ივანიშვილი

იგორ კვესელავა: "ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ზუგდიდში არჩევნები მოიგოს"

***

"კარგს იოლად ეჩვევა ადამიანი... ჩვენი მიღწევების შეფასება უჭირთ" - ივანიშვილი

"გუნდი თითქმის დაწყნარდა", - აცხადებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პარტიიდან ბესელია-ფოფხაძე-გოგიჩაიშვილი-კვაჭანტირაძის ოთხეულის წასვლაზე. "დიდი შეღავათები მიიღო მოსახლეობის ყველა ფენამ, გაჩნდა სამუშაო ადგილები. (მაგრამ) კარგს იოლად ეჩვევა ადამიანი... ჩვენი მიღწევების შეფასება (მოსახლეობას) უჭირს". გუშინდელი ტელეინტერვიუ, პრინციპში, დიდად არ განსხვავდებოდა ივანიშვილის სხვა ინტერვიუებისაგან, გარდა იმისა, რომ "იმედის" დამყოლ ჟურნალისტთან დაპირისპირებისათვის მაინცდამაინც დიდი საბაბი არ მიეცა. სხვა მხრივ, ყველაფერი იგივე იყო - პირველ რიგში კი ის, რომ ხელისუფლება ყველაფერში 100%-ით მართალია და საერთოდ ყველაფერი კარგად მიდის. "ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს გაუმჯობესება", - თქვა მან”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "კარგს იოლად ეჩვევა ადამიანი... ჩვენი მიღწევების შეფასება უჭირთ" - ივანიშვილი

"საუბრის დიდი ნაწილი სასამართლო სისტემას დაეთმო, აქედან ლომის წილი კი ივანიშვილმა პირადად მურუსიძის ადვოკატობასა და ყოფილი თანაგუნდელის, შალვა შავგულიძის კრიტიკას მიუძღვნა. ბოლოს ამ უკანასკნელს, არც მეტი, არც ნაკლები, სანდრო გირგვლიანის საქმეში "ნაცმოძრაობასთან" კოლაბორაციონისტობაში დასდო ბრალი. უფრო ზუსტად, ეჭვი გამოთქვა, რომ შავგულიძე, ვინც გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი იყო, გამიზნულად ისე წარმართავდა საქმეს, როგორც დამნაშავეებს აძლევდათ ხელს. კოლაბორაციონიზმის ბრალდება არ ასცდა კიდევ ერთ ყოფილ თანამებრძოლ გუბაზ სანიკიძეს. არ დაივიწყეს გია ხუხაშვილიც, თავისი წილი კრიტიკა მის მისამართითაც გაისმა. ამავე დროს, სუბიექტურად ბევრს იმის განცდა დარჩა, რომ განსაკუთრებით ბიძინა პოეტ დავით მაღრაძეზეა ნაწყენი. მაღრაძე, თავის დროზე, "ოცნების" აქტიური მხარდამჭერი იყო, შემდეგ, ერთი პერიოდი, ჩრდილში გადაინაცვლა, ახლახან კი ოპოზიციური საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებაზე გააკეთა განაცხადი, თანაც ივანიშვილი მწვავედ გააკრიტიკა. ივანიშვილი შედარებით ლმობიერი იყო სოციალისტებისა და კონკრეტულად ბექა ნაცვლიშვილის მიმართ, რომელმაც ასევე დატოვა "ოცნება", თუმცა უფრო სოციალურ საკითხებზე ხელისუფლების პოლიტიკის დაწუნებითა და ნაკლები "კარების გამოჯახუნებით", - აღნიშნავს გამოცემა.

"ივანიშვილი აცხადებს, რომ ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძეს, ლევან გოგიჩაიშვილსა და ზვიად კვაჭანტირაძეს გაუჭირდებათ პოლიტიკური მომავლის შექმნა."ჩემი აზრით, მათ წასვლის მიზეზი არ ჰქონდათ. ღია კარის მტვრევით წავიდნენ... ზოგადად, როდესაც პოლიტიკოსს არ აქვს კარგი საფუძველი იმისა, რომ საკუთარი გუნდი დატოვოს, ძალიან გაუჭირდება პოლიტიკური პერსპექტივის შექმნა... "რომ გენახათ, გადამდგარი ბესელია როგორ ირჩევდა გედი ფოფხაძეს მოადგილედ იურიდიულ კომიტეტში და როგორ მთავაზობდა გოგიჩაიშვილს თავმჯდომარედ, იქ იმდენი დარღვევა იყო იურიდიული, მე მათ ადგილზე შემრცხვებოდა. ასე იყო გუნდის შიგნით, როდესაც ხდებოდა მოსამართლეთა კრიტერიუმების განხილვა. ყველა მათი წინადადება მკვეთრ წინააღმდეგობაში მოდიოდა კონსტიტუციასთან და პირადად ვუთხარი, ეს სირცხვილია-მეთქი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა“, - დასძენს გამოცემა.

"იმ ენერგიულობისთვის, რომლითაც გუშინ ივანიშვილმა მურუსიძე დაიცვა, და ზოგადად "კლანად" წოდებული ჯგუფი სასამართლოში, თავად მურუსიძესაც არ მიუღწევია თავის საჯარო გამოსვლებში. "როგორც ჩანს, მურუსიძე-ჩინჩალაძის გვარები ამორჩეულია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ და არა - ჩვენ მიერ. ჩვენ ეს გვარები არ ვიცოდით და "ქართული ოცნების" წევრებს ამაზე აქცენტი არასდროს არ გაუკეთებიათ. გვარები ჩვენ გავიგეთ, როცა მათი ლანძღვა დაიწყო საჯარო სივრცეში. ყველა ეს გვარი და მათი ოდიოზურობა, კლანურობა მოდის "ნაციონალური მოძრაობისა" და მათგან მართული "ენჯეოების" მხრიდან. მიზეზი არის მხოლოდ ის, რომ მათ სასამართლოზე გავლენა დაკარგეს და მათ დაბრუნებას ცდილობენ". არ იქნა დავიწყებული ივანიშვილის ნემეზისი, ეკა გიგაური "საერთაშორისო გამჭვირვალეობიდან". "შეგახსენებთ, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა", სადაც გიგაურია, ვინც ჩვენ გვახსოვს, რომ 26 მაისს დარბეული ხალხი დააჯილდოვა, დღეს "ენჯეოდ" წარმოგვიდგება. ჩვენ გვახსოვს 2013 წელს გიგაურის განცხადებაც. ჩვენს გუნდში ამაზე მრავალჯერადი მინიშნებაც გვქონდა და შეხსენებაც, ეს ახალი არ არის, მაგრამ მინდა, საზოგადოებას შევახსენო: 2013 წელს გიგაური საჯაროდ წერს, რომ ყველა მოსამართლე უვადოდ უნდა იყოს არჩეული. მიგვანიშნებდნენ "ქართულ ოცნებას", არ გაბედოთ, მოსამართლეებს არ შეეხოთო. იგივე გიგაური დღეს ნახეთ, რა დღეშია და როგორ ილაშქრებს - უვადოდ არჩევის წინააღმდეგიც არის, მოსამართლეების წინააღმდეგიცაა, ყოველდღე პოზიციებს ცვლის", - წერს სტატიის ავტორი.

იგორ კვესელავა: "ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ზუგდიდში არჩევნები მოიგოს"

"ხელისუფლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ზუგდიდში არჩევნები მოიგოს და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს" - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც "რეზონანსი" 19 მაისს შუალედურ არჩევნებში ოპოზიციისა და ხელისუფლების გამარჯვების შანსებზე ესაუბრა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, იგორ კვესელავა: "ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ზუგდიდში არჩევნები მოიგოს"

"კორესპონდენტის თქმით, ექსპერტთა და ანალიტიკოსთა აზრით, ხელისუფლებას ყველაზე მეტად სამეგრელოში უჭრს და ქულების დაწერას ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმით ცდილობს. თქვენი აზრით, ამ თემის წამოწევა რამდენად არის ხელისუფლებისთვის გარანტი, რომ ზუგდიდში არჩევნები მოიგოს? კვესელავას აზრით, საერთოდ დიდი ადამიანების დაღუპვა ყოველთვის ბურუსში ეხვევა და სხვადასხვა ვერსიები ითხზვება, რომლებიც აძნელებს სიმართლის დადგენას. ამიტომ, ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ საქმე ბოლომდე იქნეს გამოძიებული და დადგინდეს სიმართლე. რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის დროს ზვიად გამსახურდიას თემის წამოწევას, რათ თქმა უნდა საზოგადოებაში აღქმება, რომ არჩევნებს უკავშირდება და ოპოზიციაც და ხელისუფლებაც დაიტერესებულია, რომ მოსახლეობის მხარდაჭერა მოიპოვოს. თავის დროზე მიშა სააკაშვილს მთავრობაში ჰყავდა ზვიადის თანამოაზრეები, ეკა ხერხეულიძე, ლელა ოჩიაური, ნუგზარ წიკლაური და სხვები. მისი ხელისუფლების დროს გადმოასვენეს ზვიად გამსახურდია და დაკრძალეს მთაწმინდაზე, მარამ ეს ნაბიჯებიც საზოგადოებაში აღქმული იყო, როგორც პოპულისტური ნაბიჯები და ზვიადის სახელის გამოყენება. ბიძინა ივანიშვილი პრაგმატული პოლიტიკოსია და რატომ არის გასაკვირი, რომ მან პრაგმატული ნაბიჯები გადაგას, გამოძიებული იქნეს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმე, რაც ხელისუფლების ვალდებულებაა; თანაც იგი დაპირდა სამეგრელოს მოსახლეობას, რომ უახლოეს მომავალში განხორციელდება ინფრასტურტქტურული პროექტები, აშენდება ეკლესია და ზვიად გამსახურდიას სახელობის მუზეუმი. ეტყობა ოპოზიცია შეეშინდა, რომ სამეგრელოს მოსახლოების დიდი ნაწილის ყურადღება სწორედ აქეთკენ იქნება მიპყრობილი. მაგრამ სამგერელოში არის გარკვეული ჯგუფი, რომელსაც რაც არ უნდა დაპირდეს ხელისუფლება ერთ პოზიციაზე დგას, მაგრამ ეს არის ძალიან მცირე ჯგუფი“, - აღნიშნავს გამოცემა.

"სააკაშვილის მმართველობის პერიოდში სანდრა რულოვს მართლაც ჰქონდა სამეგრელოს მოსახლეობის კეთილგანწყობა, მეგრული ენაც ისწავლა და მოსახლეობა აღტაცებითაც ხვდეობდა. მაგრამ, ახლა ვფიქბრობ, რომ სუსტი პოზიციები აქვს, რადგან გინდაც სანდრა რულოვსი გახდეს ზუგდიდის მერი ხელისუფლების გარეშე რა შეუძლია რომ გააკეთოს. ხელისუფლებისთვის კი ზუგდიდში გამარჯვებას ნამდვილად აქვს პოლიტიკური მნიშვნელობა, არა მხოლოდ ამ შუალედურ არჩევნებში, არამედ 2020 წლის არჩევნებში, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება ზუგდიდში გაიმარჯვებს და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს“, - წერს სტატიის ავტორი.

ზაზა ფირალიშვილი - უბრალოდ, ივანიშვილს  ვერ წარმოუდგენია, რომ თავადაც ძველი ხელისუფლების მსგავსი შეცდომები მოსდის
ქართული პრესის მიმოხილვა 16.11.2019
ხათუნა ლაგაზიძე -  პარლამენტში მიმდინარე პროცესები იმის ტესტიც არის, თუ რად უღირს თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ ელიტას საქართველო
ოფისი განახლებულ ჭავჭავაძეზე, ბიზნეს-ცენტრ პიქსელში
საქართველოში მინა-პაკეტის დამზადების ხარისხის კონტროლი ჩატარდა
გამოიძახე ექიმი სახლში - REDMED ინოვაცია ქართულ სამედიცინო სფეროში
#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა