ვახტანგ ძაბირაძე - ივანიშვილი კვლავ იმის იმედზეა, რომ 2020 წლისთვის საფრთხობელად „ნაცმოძრაობა“ იქნება და ამით რაღაც შედეგს მიაღწევს

როგორც ჩანს, ივანიშვილი ისევ იმის იმედზეა, რომ 2020 წლისთვის იქნება ისევ საფრთხობელად „ნაციონალური მოძრაობა“ და ფიქრობს, რომ ამით და მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებით, რაღაც შედეგს მიაღწევს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა. ძაბირაძის განცხადებით, ივანიშვილმა მძიმე შთაბეჭდილება დატოვა მასზე და მას მოლოდინი ჰქონდა, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პოზიტიურზე უფრო მეტად ილაპარაკებდა, ვიდრე ნეგატიურზე, თუმცა ეს მოლოდინი არ გამართლდა.

„სამწუხაროდ, 2016 წლიდან მოყოლებული, საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდს ვგულისხმობ ივანიშვილის სამიზნე ყოველთვის არის ოპოზიცია ან ის პირები, ცალკეული პოლიტიკოსები თუ ექსპერტები, რომლებიც მის აზრს არ იზიარებენ ან მათი ხედვები არ ემთხვევა ერთმანეთს. ინტერვიუს პირველი ნაწილი მოხმარდა იმის კრიტიკას თუ რატომ წავიდნენ მისი გუნდიდან და როგორი კარგია სასამართლო სისტემა. შეიძლება სისტემაზე არ იყო საუბარი, მაგრამ იყო ცალკეულ პიროვნებებზე. იყო მცდელობა მოსამართლეების ეს კატეგორია გაემართლებინათ. არავინ არ ლაპარაკობს იმას, რომ ეს მოსამართლეები „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან ახლა, ედავებიან სწორედ იმას, რომ ეს არის მოსამართლეების ის კატეგორია, რომელიც ხელისუფლებას ემორჩილება ზოგადად - იქნება ეს „ნაციონალური მოძრაობა“, იქნება „ქართული ოცნება“ თუ ახალი მოვა, მოსამართლეები იქნებიან ხელისუფლების ნების აღმსრულებლები. პრობლემა ესაა და არა ის, რომ ახლა მათ არ სთხოვენ არაფერს. რომ მოსთხოვო ხომ შეასრულებს?! ეს არის მნიშვნელოვანი, რასაც ის გაურბის და იწყებს საუბარს იმაზე, თუ როგორ მოხდა იგივე გირგვლიანის მკვლელობის შეფუთვა. გასაგებია, რომ ეს შეფუთვა მოხდა, მაგრამ „ქართული ოცნება“ ექვსი წელი რომ არის ხელისუფლებაში, რატომ არ მისცა შეფასება იმას, თუ რა ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს? თუნდაც პოლიტიკური შეფასება. იგივე რატომ არ არის განხილული სწორედ ის ერთობლიობა ხელისუფლებისა გირგვლიანის მკვლელობაში, რაც გამოიხატებოდა პროკურატურის, სასამართლოს და მთელი სახელმწიფო აპარატის თანამშრომლობაში. ამას რომ თავი დავანებოთ, 26 მაისის ამბები სრულიად ახალი და შეიძლება ითქვას „ცხელი“ იყო და მასზედაც არანაირი რეალური რეაგირება არ ყოფილა“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ საკითხები, რომელზეც ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა, ჰაერში გამოკიდებული დარჩა.

„ახლა მცდელობაა, რომ განდგომილნი მიაკერონ „ნაციონალურ მოძრაობას“. მე არ დავიწყებ ვინმეს ადვოკატობას არის სწორი თუ არ არის სწორი. ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია როგორც ერთი ისე მეორე, უკვე იმ დონეზე ვართ მისული და არც არავის გამართლებას ვაპირებ, მაგრამ თუნდაც ამ ყველაფრიდან რა მერე? სოციალური ფონი უკეთესი გახდა? როცა ლაპარაკობს რომ მძიმე ვითარება შეიქმნა, იქვე აცხადებს, რომ თურმე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ვითარება გაუარესებულა და ამის შედეგი ყოფილა, რომ კვირიკაშვილი გადააყენა თანამდებობიდან. ეს უფსკრული იზრდება და ამას ვერ ხედავს. არანაირი პოზიტიური, თუკი არ ჩავთვლით იმას, რომ თურმე განათლების დაფინანსება გაიზრდება, არ თქმულა. ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია და კარგია, მაგრამ როგორ გაიზრდება, რა მოხდება არ ვიცით და არც თქმულა. ეს არის ისევ დაპირება და რა შედეგს მოუტანს იგივე „ქართულ ოცნებას“ 2020 წლის არჩევნებისთვის არავინ იცის. ეს საკითხები, რომელზეც ის საუბრობს, ჰაერშია გამოიკიდებული. როგორც ჩანს, ისევ იმის იმედზეა, რომ 2020 წლისთვის იქნება ისევ საფრთხობელად „ნაციონალური მოძრაობა“ და ფიქრობს, რომ ამით და მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებით, რაღაც შედეგს მიაღწევს. არ არის ეს ასე. თუ “ქართული ოცნების“ რეიტინგის ვარდნა იმ ტემპით გაგრძელდა, რა ტემპითაც მიმდინარეობს, მას ძალიან გაუჭირდება ზოგადად ამ პრობლემის მოგვარება. სჯობს ცოტა უფრო ღმად გაანალიზონ შექმნილი ვითარება როგორც საზოგადოებაში, ისე მათი პოლიტიკური გზავნილები ამ საზოგადოების მიმართ“, - აღნიშნა ძაბირაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა