ანსამბლმა "რუსთავმა" ევროსაბჭოში „ჩაკრულო“​​ შეასრულა

საქართველოს პრემიერ- მინისტრის მამუკა ბახტაძის სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლამდე ანსამბლმა „რუსთავმა“ „ჩაკრულო“​​ შეასრულა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ანსამბლ „რუსთავიდან“ აცნობეს.

დღესვე, ევროსაბჭოს სასახლის წინ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნება. ანსამბლი "რუსთავი" 11 აპრილს სტრასბურგის კათედრალში კონცერტს გამართავს. ქართული ფოლკლორის მოსასმენად, საფრანგეთში მცხოვრები ემიგრანტების გარდა, ჰოლანდიაში მცხოვრები ემიგრანტებიც დაესწრებიან, რომლებიც საფრანგეთში სპეციალურად ანსამბლის მოსასმენად ჩავიდნენ.

„ემიგრანტებსა და ანსამბლის წევრებს შორის შეხვედრა 9 აპრილს უკვე გაიმართა. მათ ერთად გაიხსენეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები. გადაწყდა, რომ ჰოლანდიაში შეიქმნება ანსამბლ "რუსთავის" ფან-კლუბი, რომლის მიზანია საქართველოს და ქართულ კულტურას ევროპასა და მსოფლიოში პოპულარობა გაუწიოს“, - ნათქვამია ანსამბლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო