„თიბისი“ უზბეკეთის წამყვან გადახდის პლატფორმას Payme-ს ყიდულობს

„თიბისი“ უზბეკეთის წამყვან გადახდის პლატფორმას Payme-ს ყიდულობს, რის შედეგადაც ბანკი 70%-ით ზრდის თავის მომხმარებელთა რაოდენობას და 3.5 მილიონზე მეტ ადამიანს მოემსახურება,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს.

როგორც ბანკში განმარტავენ, განხორციელებული ტრანზაქცია შესაბამისობაშია „თიბისი ბანკის“ საერთაშორისო სტრატეგიასთან, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონალური ოპერაციების გაფართოებას და აღნიშნავს უზბეკეთის ძალიან პერსპექტიულ ბაზარზე გასვლით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს.

„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, Payme-სთან ერთად, "თიბისი" გეგმავს გადახდების ბიზნესის გაფართოვებას და Payme-ის, როგორც ქვეყნის ახალი ეკოსისტემის განვითარების პლატფორმად გამოყენებას.

Payme-ის შესყიდვა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც გადაიდგა უზბეკეთში დაგეგმილი გაფართოების მიმართულებით. ამით, ჩვენი მომხმარებლების რაოდენობა 3.5 მილიონამდე იზრდება. ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს მივიღოთ პირდაპირი წვდომა ქვეყნის დიდი რაოდენობით მომხმარებელზე და საქართველოში არსებული ჩვენი ციფრული სიძლიერის გამოყენებებით სიახლე შევიტანოთ უზბეკეთის ბაზარზე. მოხარული ვარ, Payme-ის წარმატებულ გუნდთან თანამშრომლობით და მოუთმენლად ველი ამ გუნდთან მუშაობის დაწყებას, ჩვენი პარტნიორების სასარგებლოდ უზბეკეთში ბანკის სტრატეგიის განვითარებისა და დანერგვის მიმართულებით“, - განაცხადა ბუცხრიკიძემ.

Payme-ის მმართველი დამფუძნებელი როზმატოვ სარვარ ნაზრულაიევიჩი კი აცხადებს, რომ „თიბისისთან“ თანამშრომლობით მომხმარებლებისთვის ახალი სერვისების შეთავაზებას გეგმავს.

„მოხარული ვართ რეგიონში წამყვან ბანკთან პარტნიორობით, რომელსაც განვითარებული ციფრული შესაძლებლობები და დაინტერესება გააჩნია უზბეკეთთან მიმართებაში. დარწმუნებული ვართ, რომ ერთად ჩვენ კომპანიას გადავიყვანთ შემდეგ ეტაპზე და ძალიან მოკლე პერიოდში ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზებთ ახალ, თანამედროვე გადაწყვეტილებებს და მომსახურებებს“, - განაცხადა Payme-ის მმართველმა დამფუძნებელმა.

როგორც „თიბისი ბანკში“ აცხადებენ, უზბეკეთი არის ძალიან მიმზიდველი ბაზარი 32 მილიონიანი მოსახლეობით, რომელიც წლიურად დაახლოებით 2%-ით იზრდება, ხოლო 2018 წლის ბოლოსთვის საცალო სესხების თანაფარდობა მშპ-სთან 7.2%-ს შეადგენდა.

„ბანკის სტრატეგიაა უზბეკეთში საცალო და ბიზნეს მომსახურების ახალი საბანკო ეკოსისტემების განვითარება. ამჟამად, "თიბისი" უზბეკეთში ძირითად საბანკო სისტემას სრულიად ციფრულ ბანკზე Space-ზე დაყრდნობით ავითარებს.

Payme უზბეკეთში გადახდების წამყვანი პროვაიდერია, რომელიც მაღალი ხარისხის გადახდის სისტემას 1.3 მილიონ მომხმარებელს აწვდის. სისტემა უზრუნველყოფს კომუნალური გადახდების, P2P გადარიცხვების, სესხების დაფარვის, QR სისტემაზე დაფუძნებული mPOS დისტანციური გადახდების და ელექტრონული კომერციის შესყიდვების მომსახურებებს. Payme ასევე წარმოადგენს ზოგიერთი უზბეკური ბანკის სესხების საბაზრო პლატფორმას. Payme ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად იზრდება და 2018 წელს სისტემის მომხმარებელთა რაოდენობა დაახლოებით 70%-ით გაიზარდა.

ამ ტრანზაქციის პროცესში, „თიბისი ბანკის“ ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი Grant Thornton იყო, საერთაშორისო იურიდიული მრჩეველი - Baker & McKenzie LLP, ხოლო CentilLaw ადგილობრივი იურდიული მრჩეველი,“-აცხადებენ ბანკში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი