ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელს შორის დავაზე სასამართლოში როინ მეტრეველი გამოიკითხება

ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკებსა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელს შორის მიმდინარე სამოქალაქო დავაზე, რომელიც საქართველოს სამეფო ოჯახის სახელის უნებართვოდ გამოყენებას ეხება, ხვალ, სასამართლოში შესაძლოა, ისტორიკოსი როინ მეტრეველი გამოიკითხოს.

აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ ანა ბაგგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა, ლევან გორელაშვილმა მიაწოდა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, ხვალ საქმის მთავარი სხდომა იწყება, სადაც როინ მეტრეველი, როგორც სპეციალისტი გამოიკითხება.

„იმ შემთხვევაში, თუკი, სასამართლოში როინ მეტრეველის გამოცხადება მოხდება, სასამართლო მასაც გამოკითხავს, რადგან მისი გამოკითხვის შუამდგომლობა დაკმაყოფილებულია. წესით, უწყებაც გაგზავნილი უნდა იყოს.

როგორც გიორგი ოთხმეზური გამოიკითხა, ასევე იყო მითითებული, როინ მეტრეველი. მოგახსენებთ, თუ რატომ გახდა ამ ადამიანების გამოკითხვა საჭირო. დავით მუხრანელის განცხადებით, ეს ადამიანები მასზე ამბობენ, რომ ის არის სამეფო სახლის მეთაური. სწორედ, ამიტომ მოვითხოვეთ, მათი გამოკითხვა მომხდარიყო სასამართლოში. ისინი ამ ადამიანს თვითმარქვიას ეძახიან. მათი თქმით, თუ ვინმეს აქვს ლეგიტიმური უფლება საქართველოს სამეფო ოჯახის სახელი გამოიყენოს, ბაგრატიონ-გრუზინსკების შტოა“, - აცხადებს გორელაშვილი.

მისივე განმარტებით, საჯარო განცხადება გავრცელდა, რომელსაც ისტორიკოსები აწერენ ხელს და აღნიშნავენ, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი თვითმარქვიაა.

„საჯარო განცხადება გამოქვეყნდა, რომელსაც მთელი საქართველოს ბაგრატიონების თითქმის, 95% აწერს ხელს. ამ განცხადებას, რომელშიც დავით ბაგრატიონი-მუხრანელი თვითმარქვიად არის მოხსენებული და მითითებულია, რომ მას არანაირი უფლება არ აქვს ეს სახელი გამოიყენოს, ხელს აწერენ როინ მეტრეველი, გიორგი ოთხმეზური და სხვა ისტორიკოსებიც. თუკი, ვინმე ისტორიკოსი არის და ბაგრატიონების გენიოლოგიის კვლევაში ვინმეს რამე აქვს გაკეთებული, ამ საჯარო განცხადებას ხელს ყველა აწერს“, - აცხადებს გორელაშვილი.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 15:00 საათზეა დანიშნული.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა