გიორგი ქობულია მსოფლიოს ერთ-ერთი მასშტაბური ტურისტული გამოფენის ITB Berlin - ის წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტურისტული გამოფენა-ბაზრობის ITB Berlin-ის მმართველ მენეჯერებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს 2022 წელს აღნიშნული გამოფენის ფარგლებში საქართველოსთვის გამოფენის ოფიციალური მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, ცნობადობას საერთაშორისო მასშტაბით.

შეხვედრას ასევე დაესწრო სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

გერმანელი სტუმრები საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მოინახულებენ თბილისსა და მცხეთას, ეწვევიან თელავს, წინანდალს და სიღნაღს.

ტურიზმის ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენა-ბაზრობაზე ITB Berlin-ის ყოველწლიურად 180-ზე მეტი ქვეყნიდან 10 ათასი კომპანია არის წარმოდგენილი. გამოფენას დაახლოებით 170 ათასი სტუმარი ჰყავს. გამოფენაზე საქართველო ყოველწლიურად არის წარდგენილი.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ