„საგა იმპექსი“ პროფესიული განათლების განვითარების პროგრამაში ჩაერთო

8 აპრილს, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში "საგა იმპექსსა" და პროფესიული განათლების ცენტრ "სპექტრს" შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც განვითარდება პროფესიული განათლება, გაიზრდება კერძო სექტორის როლი და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მოხდება შრომის ბაზრის წახალისება კვალიფიციური კადრებით.

„ერთობლივი ძალისხმევით შევთანხმდით, რომ ვუზრუნველყოფთ მომზადებული პროფესიული პროგრამის: „გათბობა-კონდიცირება-ვენტილაცია-წყალმომარაგების“ მიმართულების პროფესიული სტუდენტების სასწავლო-საწარმოო პრაქტიკის გავლას, ამავდროულად კოლეჯის მიერ გამოშვებულ კადრებს დავასაქმებთ „საგაში“. ჩვენ გამოვხატავთ მზაობას, რომ ერთობლივად განვახორციელოთ და შევიმუშაოთ დუალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამები, ვუზრუნველყოთ პროგრამების შემუშავება, სპეციალისტთა გადამზადება, პედაგოგთა მომზადება და ახალი პროგრამების დანერგვა. მოხარულნი ვართ, რომ „საგა“ ერთ-ერთი პირველია, რომელიც ჩაერთო აღნიშნულ პროექტში“, - განაცხადა საგა იმპექსის გაყიდვების და მარკეტინგის დირექტორმა დავით გოგინაშვილმა.

„საგა იმპექსი“ 25 წელი ლიდერი კომპანიაა საქართველოს ბაზარზე გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, წყალმომარაგება და მზის სისტემების დანერგვაში.

კომპანიისთვის პრიორიტეტია უსაფრთხოება, ხარისხი, გარანტია, მაღალკვალიფიცირებული ხელოსნები და ლიცენზირებული სერვისი.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო