ეკა ბესელია დავით მათიკაშვილს - ცოტა მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ საკითხებზე კომენტარის გაკეთებას

კანონპროექტის ფორმალურად განიხილვაც რომ გინდოდეს, არ უნდა თქვა ეს საჯაროდ - ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სხდომის წამყვანს დავით მათიკაშვილს დეპუტატმა ეკა ბესელიამ. ბესელიას უკმაყოფილება მათიკაშვილის შესავალმა სიტყვამ გამოიწვია, რომლითაც მათიკაშვილმა მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით ეკა ბესელიას მიერ მომზადებული კანონპროექტის წარდგენისას თქვა.

„ამ საკითხის მარეგულირებელი წესი პარლამენტს პირველი მოსმენით მიღებული აქვს. კარგი იქნებოდა, ეს კანონპროექტი, კანონპროექტთა კონკურენციის ჭრილში, იმ კანონპროექტთან ერთად განხილულიყო, თუმცა ამ ეტაპზე, რადგანაც პარლამენტს შესაბამისი გადაწყვეტილება აქვს მიღებული, ამას ფორმალური მხარე ეძლევა“, - განაცხადა კანონპროექტის წარდგენისას მათიკაშვილმა.

თავის მხრივ, ბესელიამ დავით მათიკაშვილს საკითხების კომენტირებისას მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდა.

„არ შემიძლია კომენტარის გარეშე დავტოვო ის საოცარი შესავალი, რომელიც გააკეთა სხდომის წამყვანმა. ცოტა მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ საკითხებზე კომენტარის კეთებას, მითუმეტეს, როდესაც ამ კომენტარს, სხდომის წამყვანის სახით ვაკეთებთ. ფორმალური განხილვა რას ნიშნავს, მე არ ვიცი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტია და ასეც რომ გინდოდეს, რომ ფორმალურად განიხილო, არ უნდა თქვა ეს საჯაროდ. ძალიან უხერხულია, რადგან ძალიან სერიოზულ საკითხს ეხება“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიას კანონპროექტის გათვალისწინებით, კანდიდატთა წარსადგენად საჭირო იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როგორც მოსამართლე, ისე არამოსამართლე წევრების მხარდაჭერა.

გარდა ამისა, შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელშიც წარმოდგენილნი იქნებიან სახალხო დამცველის, ადვოკატთა ასოციაციის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. კანდიდატთა შერჩევის მეორე ეტაპზე სწორედ აღნიშნული ჯგუფი იმუშავებს, რის შემდეგაც პროცესი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გადაინაცვლებს.

ბესელიასთან ერთად პროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები: ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, ბექა ნაცვლიშვილი, ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია, გელა მიქაძე, ემზარ კვიციანი, ადა მარშანია, ნატო ჩხეიძე, გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს