ბექა დავითულიანი - საკრებულოს უმრავლესობას დაშლის საფრთხე არ ემუქრება - ვისაც გადაწყვეტილების მიღება სურდა, მიიღო

საკრებულოს უმრავლესობის წევრის ბექა დავითულიანის განცხადებით, ვახტანგ შაქარიშვილისა და ჯაბა ჯიშკარიანის მიერ უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება მოულოდნელი და ახალი არავისთვის ყოფილა.

„მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რაც მიიღეს. თავიანთ მომავალ პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებენ სხვა ორგანიზაციას, რომელსაც, თავის მხრივ, დეკლარირებული აქვს თავისი პოლიტიკური მიზნები და ამოცანები. შესაბამისად, მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც, როგორც თვითონ მიაჩნიათ, მათ პოლიტიკურ მომავალს სჭირდება", - განაცხადა დავითულიანმა.

კითხვაზე, თავად იზიარებს თუ არა იმას, რომ დეპუტატების საკრებულოს დატოვების მიზეზი სასამართლო სისტემის ირგვლივ განვითარებული მოვლენები გახდა, დავითულიანმა უპასუხა, რომ ეს მხოლოდ საბაბი იყო.

„მათ სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციასთან შეერთება დააანონსეს. შესაბამისად, შეუთავსებლობა ექნებოდათ მათ აქამდე არსებულ პოლიტიკურ ორგანიზაციასთან.

სასამართლოს თემაზე იყო განხილვა საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში. პარტიის თავმჯდომარემაც ამაზე განცხადება გააკეთა. შეთავაზებული იყო რისკებისგან თავის დაზღვევის ყველა მოდელი და მექანიზმი. ამის მიუხედავად, უკვე ყოფილი უმრავლესობის გარკვეულ ჯგუფს ეს პასუხები არ აკმაყოფილებდა და მიიღეს ეს გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, არგუმენტირებული საბაბი და მიზეზი არ იყო“, - განაცხადა დავითულიანმა.

მისივე განცხადებით, საკრებულოში უმრავლესობას დაშლის საფრთხე არ ემუქრება. „ვისაც გადაწყვეტილების მიღება სურდა, მიიღო“, - განაცხადა დავითულიანმა.

შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებმა ვახტანგ შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა პარტია „ქართული ოცნების“ დატოვების შესახებ დღეს განაცხადეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა