რომან გოცირიძე - ვინც ივანიშვილის „შეგროვებული დარდების კრებული“ მოისმინა, დარწმუნდება, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, სასამართლოს არსებული მდგომარეობის შენარჩუნება

ვინც ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ მოისმინა, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ „შეგროვებული დარდების კრებული“, ყველა დარწმუნდება, რომ მისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს სასამართლო სისტემის დღევანდელ მდგომარეობაში შენარჩუნებას, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად განაცხადა.

რომან გოცირიძის თქმით, სასამართლო სისტემის გაჯანსაღება ხელისუფლების შეცვლის გარეშე შეუძლებელია.

„ნუ მივეცემით ილუზიებს, გამორიცხულია, რომ ნებისმიერი სახის ალტერნატივა, თუნდაც ვენეციის კომისიის შენიშვნები იყოს ნებისმიერი სახით გათვალისწინებული საპრლამენტო უმრავლესობის მიერ. მიიღებენ იმ კანონს, რომელიც მოემსახურება მათი ძალაუფლების გაძლიერებას და დანიშნავენ იმ მოსამართლეებს, რომლებიც უკვე იყო ასე სკანდალურად დაწუნებული საზოგადოების, მთელ არასამთავრობო, პოლიტიკური სექტორის მიერ. ეს არის ჯიუტად საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ ხელის გადაგრეხვით პარლამენტში საკუთარი ინტერესების გატანის მცდელობა. ერთადერთი გამოსავალი არის კიდევ უფრო დიდი პროტესტი. ხელისუფლების შეცვლის გარეშე სასამართლო სისტემის გაჯანსაღება არის შეუძლებელი, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით დეპუტატ ეკა ბესელიას მიერ მომზადებული პროექტს განიხილავს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა