გუკა რჩეულიშვილი - სამ ინვესტორთან შეთანხმება მიღწეულია და ახლა ჯერი სახელმწიფოზეა - თუ ჩიხში შევალთ, დაზარალებულები უსახლკაროდ დარჩებიან, ჩვენ - ციხეში

მაია რჩეულიშვილისთვის პატიმრობის ვადის გაზრდა ყველანაირ აზრს და ლოგიკას იყო მოკლებული. 7 წელს არ ველოდი, ეს ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელი იყო, - ასე შეაფასა "ინტერპრესნიუსთან" "ცენტრ პოინტ ჯგუფის" სამეთავალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილმა სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, დედამისს, მაია რჩეულიშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

როგორც რჩეულიშვილი აცხადებს, მისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა, მოულოდნელი იყო სასჯელის ზომა.

"ველოდით, რომ მოსამართლე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანდა, რადგან სტერეოტიპებით და კლიშეებით უფრო მიმდინარეობს ჩვენი პროცესი, ვიდრე რეალური შეფასებით. არ ველოდი 7 წელს, ეს ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელი იყო. ეს ცუდი ნიშანი არის მომავალი ინვესტორებისთვისაც და თუნდაც, დაზარალებულებისთვის. სამართლებრივად მაიას პატიმრობის ვადის გაზრდა ყველანაირ აზრს და ლოგიკას იყო მოკლებული. 7 წელი ციხეში თუ გააჩერეს, 7 წლის მერე იმ ხალხთან არანაირი ვალდებულება არ ექნება და ის ხალხი საბოლოოდ, მაინც დაზრალებული დარჩება", - აცხადებს რჩეულიშვილი.

მისი განმარტებით, "ცენტრ პოინტ ჯგუფმა" სამ ინვესტორთან შეთანხმებას მიაღწია, მოლაპარაკებები დასრულდა და ახლა უკვე ყველაფერი სახელმწიფოზეა. როგორც რჩეულიშვილი აცხადებს, ინვესტორებმა მას გადაწყვეტილებების მისაღებად ერთთვიანი ვადა მისცეს.

"პროცესი, რომელიც დღეს უნდა ჩატარებულიყო, ერთი თვით გადაიდო, ეს ერთთვიანი ვადა მე ავიღე, რადგან სამივე ინსვესტორი, რომელიც ამ წუთას სხვადახვა ობიექტზე შემოდის, უკვე სამი თვეა, ელოდება გადაწყვეტილებას, რომელიც სახელმწიფოსთან ერთად უნდა იქნა მიღებული. ამ ბიზნესმენებმა ერთთვიანი ვადა მომცეს, დაახლოებით, 50 მილიონ ლარზეა ლაპარაკი. ერთ თვეზე მეტს ამ ფულს ვერ გააჩერებენ, მათაც თავიანთი ბიზნესები აქვთ. ამ ერთთვიან ვადაში, თუ ჩვენ სახელმწიფოსთან ვერ მოვილაპარაკეთ, სამწუხაროდ, ყველაფერი ჩაიშლება და დავბრუნდებით ნულოვან წერტილზე და ჩიხში მოვხვდებით. ეს ერთი თვე არის გადამწყვეტი. ჩვენი მხრიდან ყველაფერი მზადაა, საბოლოო შეხვედრები ალბათ, იქით კვირაში გვექნება. სახელმწიფო სამართლებრივი კუთხით უნდა დაგვეხმაროს, ყადაღებია მოსახსნელი, ასევე უნდა დაგვეხმაროს მერიაც. საკმაოდ დიდი დრო აქვს მთავრობას - ერთი თვე, იმისთვის, რომ ყველაფერი დაზარალებულების, ანუ სამივე მხარის სასიკეთოდ გადაწყვიტოს. იმედია, ყველაფერი კარგად დასრულდება. ასე თუ არ მოხდა, ამის შემდეგ, ისეთ ჩიხში შევალთ, დაზარალებულები უსახლკაროდ დარჩებიან, ჩვენ - ციხეში. არ მგონია, ეს ვინმესთვის რამის მომტანი იყოს", - აცხადებს რჩეულიშვილი.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ