დავით მათიკაშვილის განცხადებით, ეკა ბესელია სიცრუის ტირაჟირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი ვერ იხსენებს ეკა ბესელიას მიერ დღეს გაჟღერებულ ეპიზოდს, რა დროსაც თითქოსდა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს პირდაპირ მიუთითა, თუ როგორ უნდა განსაზღვრულიყო კონსტიტუციით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტება.

დავით მათიკაშვილის თქმით, მსგავსი სიცრუის ტირაჟირებით ეკა ბესელია პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს, რადგან მსგავსი რამ, რაზეც ბესელია საუბრობს, ბუნებაში ვერ მოხდებოდა.

„შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ არც არასდროს მსგავსი რამ ჩვენ არ გვინახავს და არც შეიძლებოდა დაგვენახა. ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია, მცდელობა, რომ საკუთარი პოლიტიკური ქულები დაიწერო ამ სიცრუის ტირაჟირებით.

სამაგიეროდ, მე შემიძლია გითხრათ სიტუაცია, როდესაც ყველანი ერთად, მათ შორის ეკა ბესელია, ვეჯექით კანონპროექტს ღამე გვიანობამდე, ძალიან დიდი შრომის შემდგომ ვთანხმდებოდით კონკრეტულ მოცემულობაზე და მუხლზე. ამაზე მუშაობა მიმდინარეობდა ერთობლივად. ეს არ იყო ცალკე გატანილი საკითხი. თქვენ იცით, საკონსტიტუციო კანონმა რამდენი პროცესი გაიარა, დაწყებული საკონსტიტუციო განხილვებით, ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით და რაც მთავარია, ეს პირველ რიგში იყო გუნდის შიგნით განხილული ყველა მუხლი, ყველა წერტილ-მძიმე. როგორ გგონიათ, ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი ამოვარდებოდა ამ კონტექსტიდან?!",- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ამასთან, მათიკაშვილის თქმით, მას ეკა ბესელიასგან კონსტიტუციასთან მიმართებაში საწინააღმდეგო პოზიცია ნამდვილად არ მოუსმენია.

დავით მათიკაშვილის განცხადებით, ეკა ბესელია სიცრუის ტირაჟირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი ვერ იხსენებს ეკა ბესელიამიერ დღეს გაჟღერებულ ეპიზოდს, რა დროსაც თითქოსდა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს პირდაპირ მიუთითა, თუ როგორ უნდა განსაზღვრულიყო კონსტიტუციით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტება.

დავით მათიკაშვილის თქმით, მსგავსი სიცრუის ტირაჟირებით ეკა ბესელია პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს, რადგან მსგავსი რამ, რაზეც ბესელია საუბრობს, ბუნებაში ვერ მოხდებოდა.

„შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ არც არასდროს მსგავსი რამ ჩვენ არ გვინახავს და არც შეიძლებოდა დაგვენახა. ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია, მცდელობა, რომ საკუთარი პოლიტიკური ქულები დაიწერო ამ სიცრუის ტირაჟირებით.

სამაგიეროდ, მე შემიძლია გითხრათ სიტუაცია, როდესაც ყველანი ერთად, მათ შორის ეკა ბესელია, ვეჯექით კანონპროექტს ღამე გვიანობამდე, ძალიან დიდი შრომის შემდგომ ვთანხმდებოდით კონკრეტულ მოცემულობაზე და მუხლზე. ამაზე მუშაობა მიმდინარეობდა ერთობლივად. ეს არ იყო ცალკე გატანილი საკითხი. თქვენ იცით, საკონსტიტუციო კანონმა რამდენი პროცესი გაიარა, დაწყებული საკონსტიტუციო განხილვებით, ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით და რაც მთავარია, ეს პირველ რიგში იყო გუნდის შიგნით განხილული ყველა მუხლი, ყველა წერტილ-მძიმე. როგორ გგონიათ, ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი ამოვარდებოდა ამ კონტექსტიდან?!",- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ამასთან, მათიკაშვილის თქმით, მას ეკა ბესელიასგან კონსტიტუციასთან მიმართებაში საწინააღმდეგო პოზიცია ნამდვილად არ მოუსმენია.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო