გიორგი ქობულია - ეკონომიკური ატაშეების სხვანაირ მოდელს ვქმნით, ისინი მიბმულები იქნებიან საელჩოებთან დესპანის პოზიციაში

ეკონომიკური ატაშეების სხვანაირ მოდელს ვქმნით, ისინი იქნებიან მიბმულები საელჩოებთან, დესპანის პოზიციაში, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ ეკონომიკური ატაშის შერჩევის საკითხის კომენტირებისას განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახალი მოდელის მიხედვით, დესპანები აიღებენ იმ ფუნქციას, რაც ატაშეებისთვის იყო გამიზნული, რაც მიზნების მიღწევას შეუწყობს ხელს.

“ეს იმისთვის კეთდება, რომ ვთვლით, უფრო ახლო კოორდინაცია საელჩოებთან ეფექტურ მექანიზმს წარმოადგენს იმ მიზნების მისაღწევად, რისთვისაც ატაშეების ინსტიტუტი იყო შექმნილი,” - განაცხადა ქობულიამ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი კვირიკაშვილი საელჩოებში ეკონომიკური კომპეტენციის მქონე თანამშრომლის საჭიროებაზე ჯერ კიდევ 2015 წელს, საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციიდან საუბრობდა. მისი პრემიერობის დროს 2018 წელს კომერციული ატაშეების კონკურსი გამოცხადდა, თუმცა საქართელოს ეკონომიკური ატაშე ამ დრომდე არც ერთ ქვეყანაში არ ჰყავს.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ