დავით მათიკაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნებიდან“ კონკრეტული წევრების წასვლა პარტიაში რაიმე სახის კრიზისზე არ მიანიშნებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" წარმოადგენს ერთიან მონოლითურ პოლიტიკურ პარტიას, საიდანაც კონკრეტული წევრების წასვლა არ მიანიშნებს იმაზე, რომ პარტიაში რაიმე სახის კრიზისია, - ასე აფასებს "ქართული ოცნების" წევრი დავით მათიკაშვილი "ქართული ოცნებიდან" ვახტანგ შაქარიშვილისა და ჯაბა ჯიშკარიანის წასვლის საკითხს.

დავით მათიკაშვილის თქმით, მმართველი პარტია არის ერთიანი და მთლიანი, რომელიც 2020 წელს, ამომრჩევლის წინაშე აუცილებლად წარსდგება.

„კონკრეტული პირების მიერ პარტიის დატოვება მოხდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა. შეგიძლიათ გადახედოთ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების პოლიტიკურ ისტორიებს, როდესაც მმართველი პარტიიდან ხდება ზოგიერთი წევრის გასვლა მათი პირადი პოლიტიკური შეხედულების გამო. ეს მათი საქმეა. მათ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს",- განაცხადა მათიკაშვილმა.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს