დიდუბის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს

დიდუბის რაიონის გამგეობა დიღმის მასივში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აქტიურ რეჟიმში ახორციელებს. ამ ეტაპზე, სამუშაოები დიღმის მასივის მეორე, მესამე და მეოთხე კვარტლებში მიმდინარეობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, დიღმის მასივის მე-3 კვარტლის მე-6 კორპუსისა და მე-4 კვარტლის მე-2 და 22-ე კორპუსების დამაკავშირებელ მონაკვეთზე კონტრაქტორმა კომპანიამ გზის დაზიანებული საფარი მოხსნა და ასფალტის საფარის დაგების სამუშაოებს ახორციელებს.

ამასთან, ტროტუარისა და სამანქანო გზის გარკვეული მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს დიღმის მასივის მეორე კვარტალში, მდინარე დიღმურას მიმდებარედ და ახმეტელის ქუჩაზე, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება.

დიდუბის გამგეობამ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დისევის ქუჩის N5-ში, დიღმის მასივის მე-4 კვარტლის პირველ ა კორპუსთან, აკაკი წერეთლის გამზირის N88 და N69-73-ში, ასევე, 155-ე საჯარო და „მწვანე სკოლებთან“ უკვე დაასრულა. 10 578 კვ.მ ფართობზე, როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციები, ასევე, ასფალტის საფარი მოწესრიგდა.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ტენდერში გამარჯვებული კომპანიები - „ბი ემ სი“ და „დრო“ ახორციელებენ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“