ჯემალ გამახარია ადასტურებს, რომ ვახტანგ ყოლბაია თანამდებობას ტოვებს, მის შემცვლელად კი რუსლან აბაშიძე განიხილება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში დაგეგმილ ცვლილებებზე ინფორმირებულია აფხაზეთის უმაღლესი საბჭო. საბჭოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში დაადასტურა ინფორმაცია, რომ ვახტანგ ყოლბაიას რუსლან აბაშიძე შეცვლის.

"დიახ, გვაქვს ეს ინფორმაცია. პირველ რიგში, გეტყვით რომ ვახტან ყოლბაია წლების განმავლობაში იმიტომ იყო მოვალეობის შემსრულებელი, რომ არ იყო გაწერილი თავმჯდომარის დანიშვნის პროცედურა არც ჩვენი კონსტიტუციით და არც კანონში. სხვათაშორის, ამ დღეებში მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა იმისთვის, რომ მომავალი თავმჯდომარე - რუსლან აბაშიძე დაინიშნოს უკვე თავმჯდომარედ და არა მოვალეობის შემსრულებლად", - განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე რუსლან აბაშიძეს დადებითად ახასიათებს და მის პროფესიონალიზმს უსვამს ხაზსს.

"მას ძალიან კარგი და საინტერესო გზა აქვს გავლილი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი მუშაობა დიპლომატიის სფეროში. იმედი მაქვს, რომ კარგი და წარმატებული თავმჯდომარე იქნება", - განაცხადა გამახარიამ.

მისივე ინფორმაციით, კანონმდებლობით ვახტანგ ყოლბაიას აქვს უფლება, მას შემდეგ, რაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობას ოფიციალურად შეწყვეტს, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში დეპუტატის მანდატი დაიბრუნოს.

რაც შეეხება რუსლან აბაშიძეს, ის ხუთი იანვრიდან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებს. 2013-2014 წლებში რუსლან აბაშიძე საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი იყო. მანამდე კი – 2009-2013 წლებში ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. უფრო ადრე, 2006-2009 წლებში იგი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. იყო შვეიცარიაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი, საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირთან ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. რუსლან აბაშიძე აფხაზეთიდან, კონკრეტულად კი გაგრიდან დევნილია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა