აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელს თბილისის მერის პირველი მოადგილის ანაზღაურება 113.6%-ით, ხოლო მერის მოადგილის 119.6%-ით გაიზარდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, შარშან თბილისის მერის პირველი მოადგილის ანაზღაურება 113.6%-ით, ხოლო მერის მოადგილის 119.6%-ით გაიზარდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მუნიციპალიტეტებში ჩატარებული აუდიტების შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტის მიხედვით,12 მუნიციპალიტეტში 2018 წლიდან თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურება 2017 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჩამონათვალშია თბილისის მუნიციპალიტეტი, სადაც მერის პირველი მოადგილის ანაზღაურება 113.6%-ით, მერის მოადგილის 119.6%-ით, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების ანაზღაურება კი 60%-ით გაიზარდა.

2018 წელს შრომის ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაიზარდა ასევე ვანის, თეთრიწყაროს, წალკის, რუსთავის, ქუთაისის, ახალქალაქის, მარნეულის, ნინოწმინდის, ბოლნისის, ბორჯომისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის სამსახური პარლამენტს საკითხის დარეგულირებაზე მსჯელობისკენ მოუწოდებს.

„მიზანშეწონილია, საქართველოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის ჩართულობით გადაწყვეტილებების მიმღებმა პირებმა კიდევ ერთხელ იმსჯელონ მუნიციპალიტეტებში შრომის ანაზღაურების საკითხების დარეგულირებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის მასშტაბით ჩამოყალიბდეს სამართლიანი და ერთგვაროვანი მიდგომა თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურების კუთხით,“-აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან, აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 2018 წლიდან საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების წესი და თანამშრომლების წახალისების სისტემა დარეგულირდა საქართველოს კანონით „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“. ამ კანონით განისაზღვრა თვითმმართველობებში დასაქმებულ პირებზე გასაცემი შრომის ანაზღაურების ზღვრული ნორმები. კერძოდ, უწყების განმარტებით, 2018-2020 წლებში მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირებს შრომის ანაზღაურება უნდა მიეცეს 2017 წელს გაცემული საშუალო თვიური ანაზღაურების მიხედვით. როგორც სახელმწიფო აუდიტის დასკვნაშია აღნიშნული, მუნიციპალიტეტებს, რომელთა თანამდებობის პირები 2017 წელს იღებდნენ დიდი ოდენობის პრემიებს, კანონის აღნიშნულმა ჩანაწერმა საშუალება მისცა, 2018 წლიდან მნიშვნელოვნად გაეზარდათ თანამდებობის პირების ხელფასები.

იხილეთ ვიდეო: აუდიტის სამსახური - გასულ წელს თბილისის მერის პირველი მოადგილის ანაზღაურება 113.6%-ით, ხოლო მერის მოადგილის 119.6%-ით გაიზარდა

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელს თბილისის მერის პირველი მოადგილის ანაზღაურება 113.6%-ით, ხოლო მერის მოადგილის 119.6%-ით გაიზარდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, შარშან თბილისის მერის პირველი მოადგილის ანაზღაურება 113.6%-ით, ხოლო მერის მოადგილის 119.6%-ით გაიზარდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მუნიციპალიტეტებში ჩატარებული აუდიტების შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტის მიხედვით,12 მუნიციპალიტეტში 2018 წლიდან თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურება 2017 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჩამონათვალშია თბილისის მუნიციპალიტეტი, სადაც მერის პირველი მოადგილის ანაზღაურება 113.6%-ით, მერის მოადგილის 119.6%-ით, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების ანაზღაურება კი 60%-ით გაიზარდა.

2018 წელს შრომის ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაიზარდა ასევე ვანის, თეთრიწყაროს, წალკის, რუსთავის, ქუთაისის, ახალქალაქის, მარნეულის, ნინოწმინდის, ბოლნისის, ბორჯომისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის სამსახური პარლამენტს საკითხის დარეგულირებაზე მსჯელობისკენ მოუწოდებს.

„მიზანშეწონილია, საქართველოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის ჩართულობით გადაწყვეტილებების მიმღებმა პირებმა კიდევ ერთხელ იმსჯელონ მუნიციპალიტეტებში შრომის ანაზღაურების საკითხების დარეგულირებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის მასშტაბით ჩამოყალიბდეს სამართლიანი და ერთგვაროვანი მიდგომა თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურების კუთხით,“-აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან, აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 2018 წლიდან საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების წესი და თანამშრომლების წახალისების სისტემა დარეგულირდა საქართველოს კანონით „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“. ამ კანონით განისაზღვრა თვითმმართველობებში დასაქმებულ პირებზე გასაცემი შრომის ანაზღაურების ზღვრული ნორმები. კერძოდ, უწყების განმარტებით, 2018-2020 წლებში მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირებს შრომის ანაზღაურება უნდა მიეცეს 2017 წელს გაცემული საშუალო თვიური ანაზღაურების მიხედვით. როგორც სახელმწიფო აუდიტის დასკვნაშია აღნიშნული, მუნიციპალიტეტებს, რომელთა თანამდებობის პირები 2017 წელს იღებდნენ დიდი ოდენობის პრემიებს, კანონის აღნიშნულმა ჩანაწერმა საშუალება მისცა, 2018 წლიდან მნიშვნელოვნად გაეზარდათ თანამდებობის პირების ხელფასები.

იხილეთ ვიდეო: აუდიტის სამსახური - გასულ წელს თბილისის მერის პირველი მოადგილის ანაზღაურება 113.6%-ით, ხოლო მერის მოადგილის 119.6%-ით გაიზარდა

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს