მაია ცქიტიშვილი პანკისელ ახალგაზრდებს - მიხარია, რომ გვაქვს საშუალება მოვისმინოთ თქვენი აზრი იმ პრობლემებზე, რომლებიც ხეობას აწუხებს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს, სოფელ ყვარელწყალის საზოგადოებრივ ცენტრში, პანკისის ხეობის ახალგაზრდებს შეხვდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, პანკისის განვითარების სტრატეგიის სამუშაო დოკუმენტი, რომელშიც პირველ რიგში, ახალგაზრდების სურვილები და შენიშვნებია გათვალისწინებული, შემუშავებულია.

“ამ შეხვედრის ინიციატივა ახალგაზრდებიდან მოდის და მიხარია, რომ გვაქვს საშუალება მოვისმინოთ თქვენი აზრი იმ პრობლემებზე, რომელიც ხეობას აწუხებს. მისასალმებელია განწყობა, რომ არავის უნდა პანკისი აღქმული იყოს როგორც საფრთხის შემქმნელი ხეობა, ხეობა სადაც სულ რაღაცა ხდება. ჩვენი ამოცანაც ესაა, ვიმუშაოთ პანკისის მოსახლეობასთან ერთად, იმისთვის რომ გამოვძებნოთ ახალი შესაძლებლობები. მნიშვნელოვანია რომ სენსიტიური საკითხები გავყოთ განვითარების საჭიროებებისგან. ჩვენ შემუშავებული გვაქვს პანკისის განვითარების სტრატეგიის სამუშაო დოკუმენტი, სადაც გათვალისწინებული იქნება პირველ რიგში ახალგაზრდების სურვილები და შენიშვნები. სწორედ დიალოგის გზაა იმის საფუძველი, რომ დავინახოთ ხეობის განვითარების საინტერესო პერსპექტივა,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“