საქართველოს საფეხბურთო ნაკრები  ჩილესთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2019 წელს ამხანაგურ შეხვედრაში ჩილეს ნაკრებს დაუპირისპირდება, - sportall.ge-ს ინფორმაციით, ამის შესახებ "ჯვაროსნების" მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 5-გუნდიან ჯგუფში იმყოფება. ამის გამო გუნდს ორმატჩიანი თავისუფალი ფანჯარა აქვს.

აქამდე ცნობილი იყო, რომ "ჯვაროსნები" ამხანაგურ მატჩში ხორვატიას დაუპირისპირდებოდნენ, მეორე მეტოქე კი ჩილეს ნაკრები იქნება.

ჯერჯერობით უცნობია, სად და როდის გაიმართება შეხვედრა, თუმცა, როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა აღნიშნა, მატჩი ჩილეში არ ჩატარდება.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს