სექტემბრიდან აპრილამდე სკოლებიდან ამოღებულია 800-ზე მეტი აკრძალული ნივთი, რომელთა შორისაა ცეცხლსასროლი იარაღი, ნარკოტიკი, ელექტროშოკი და კასტეტი

2018 წლის 17 სექტემბრიდან 2019 წლის აპრილამდე საჯარო სკოლებიდან 853 აკრძალული ნივთი ამოიღეს, მათ შორის, ცეცხლსასროლი იარაღი, ნარკოტიკი და ელექტროშოკი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს, 2019 წლის 1-ელი თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით, სკოლებში ჯამში 1435 უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება განხორციელდა. აქედან, თბილისში - 905, ქვემო ქართლში -152, სამეგრელო -ზემო სვანეთში - 95, იმერეთში - 86, შიდა ქართლში - 71, აჭარაში - 70, სამცხე-ჯავახეთში - 28, მცხეთა-მთიანეთში - 12, კახეთში - 10, გურიაში - 6.

2018 წლის 17 სექტემბრიდან 2019 წლის აპრილამდე საჯარო სკოლებში ჯამში 66 ათასამდე დარღვევა გამოვლინდა, მათ შორის, აკრძალული ნივთი 853 შემთხვევაში ამოიღეს.

„საანგარიშო პერიოდში სკოლიდან 1 ცეცხლსასროლი იარაღი, 56 დანა, 13 ბასრი საგანი, 3 ბლაგვი საგანი, 25 ბანქო, ან სხვა აზარტული საშუალება, 3 ასაფეთქებელი ან მომწამვლელი ნივთიერება, 26 კასტეტი ამოიღეს. ასევე დაფიქსირდა 4 ყურსასმენის გამოყენების ფაქტი, 294 -თამბაქო და სანთებელა(ასანთი), 73 საახალწლო ასაფეთქებელი (პიტარდა), 80 ელექტროსიგარეტი, 1 ელექტროშოკი (ტარება), 33 ნარკოტიკის მოხმარებისთვის საჭირო ნივთები, 21 ალკოჰოლის შეტანა სკოლის ტერიტორიაზე, 20 სავარაუდო ნარკოტიკის შეტანა სკოლის ტერიტორიაზე“, - აღნიშნულია „ინტერპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილ დოკუმენტში.

იხილეთ ვიდეო: 8 თვეში სკოლებში 66 ათასამდე დარღვევა დაფიქსირდა, ამოღებულია 853 აკრძალული ნივთი, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღი

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ