„საქართველოს ეროვნული პლატფორმა“ მკვეთრად უარყოფითად აფასებს ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის ინიციატივას, ტელევიზიის დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შესახებ

„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა“ მკვეთრად უარყოფითად აფასებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის ინიციატივას, ტელევიზიის დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შესახებ.

„აჭარის ტელევიზია და რადიო ნათია კაპანაძის დირექტორობის პერიოდში არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ავტორიტეტული ორგანიზაციის მხრიდან შეფასდა, როგორც თავისუფალი, მიუკერძოებელი და მზარდი ინსტიტუტი, მკვეთრად პოლარიზებულ და პოლიტიზირებულ მედია გარემოში.

დირექტორის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას კარგად უნდა იყოს გათვითცნობიერებული ის ზიანი, რაც მიადგება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და მედიის თავისუფლებას. იმედს გამოვთქვამთ, რომ მრჩეველთა საბჭოს სხვა წევრები გამოიჩენენ კეთილგონიერებას და დაიცავენ არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას.

არასამთავრობო ორგანიზაციები ყურადღებით ვაკვირდებით აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესებს და იმედს გამოვთქვამთ, რომ განხილვა იქნება საჯარო და საზოგადოებას მიეცემა საშუალება ჩაერთოს ამ პროცესებში“, - ნათქვამია არასამთავრობო სექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებას ხელს 23 ორგანიზაცია აწერს : ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი; ლიბერალური აკადემია თბილისი; თავისუფალი არჩევანი; ფონდი ”სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურსცენტრი”; სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“; კვლევების ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ხელშემწყობი საერთაშორისო ცენტრი; საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების ცენტრი; რადიო ათინათი; "სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი"; ასოციაცია ,,დეა" ; ,,ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსათვის "; ადგილობირივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო; საქართველოს საერთაშორისო განვითარების სააგენტო; "სტუდენტურ-ახალაგზრდული სათათბირო"; მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი; ასოციაცია ევროპული კვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის; საზოგადოებრივი განვითარების აკადემია"; გადავარჩინოთ მომავალი თაობა"; საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი; ,აფხაზეთი- ჩემი სახლი”; ადამიანის უფლებათა ცენტრი; კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი "სოხუმი“; ენერგოეფექტურობის ფონდი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა