თელავში "ტერაბანკის" განახლებული ფილიალი გაიხსნა

"ტერაბანკი" ქვეყნის მასშტაბით ფილიალების განახლებას აგრძელებს. ამიერიდან „ფინანსური სახლის“ კონცეფციის შესაბამისი ფილიალი მომხმარებლებს უკვე ქალაქ თელავშიც მოემსახურება.

"ტერაბანკის" ფილიალი თელავში, ბაგრატიონის N1-ში მდებარეობს და აქ მისულ მომხმარებლებს განსხვავებული, მყუდრო სივრცე, თანამედროვე ინტერიერი, მათზე მორგებული, სრული საბანკო მომსახურება და მეგობრული პერსონალი დახვდებათ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით შევთავაზოთ „ფინანსური სახლის“ კონცეფცია, რომლის მთავარი მახასიათებლები უშუალო ურთიერთობები, განსხვავებული და კომფორტული გარემოა, რომელიც სახლს ჰგავს“, - აღნიშნავენ ტერაბანკში.

თელავის ფილიალი მომხმარებლებს სტანდარტულად, ორშაბათიდან პარასკევამდე, 10:00-18:00 საათებში, შაბათს კი 10:00-14:00 საათებში მოემსახურება.

ტერაბანკმა „ფინანსური სახლის“ კონცეფცია 2016 წელს დანერგა. ამჟამად ქვეყნის მასშტაბით „ფინანსური სახლის“ კონცეფციით 17 ფილიალი ფუნქციონირებს. განახლების პროცესი გაგრძელდება და ეტაპობრივად ყველა ფილიალს მოიცავს.

(R)

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს