Family Inn Gonio 15 აპრილიდან სააღდგომო ფასდაკლებას აცხადებს

Family Inn Gonio - სასტუმროს ტიპის პრემიუმ კლასის კომპლექსი 15 აპრილიდან სააღდგომო ფასდაკლებას აცხადებს. კომპანიის ინფორმაციით, სასტუმროს ტიპის აპარტამენტების შეძენისას, მომხმარებლები 15%-მდე ფასდაკლებას მიიღებენ. ფართების შეძენა შესაძლებელია 19.4 კვ.მ-დან.

კომპლექსის მშენებლობა უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე ეზოს მოპირკეთების სამუშაოები და საკურორტო სეზონისთვის მზადება მიმდინარეობს.

აპარტამენტის შეძენისას განხორციელებული ინვესტიციის უკან დაბრუნება 5-6 წელიწადშია შესაძლებელი.

„გონიოში, ზღვის სანაპიროზე მდებარე კომპლექსი გამორჩეულია ხარისხიანი და ენერგოეფექტური მშენებლობით, ფასადით, ხედებით, ინფრასტრუქტურითა და სერვისით. კომპლექსის კონცეფცია, მასშტაბი, შემოთავზებული სერვისები ქმნის მყუდრო, კომფორტულ გარემოს დამსვენებლებისათვის და საუკეთესო შესაძლებლობას მფლობელებისთვის, რომ სწრაფად დაიბრუნონ განხორციელებული ინვესტიცია. პრემიუმ კლასის კომპლექსი უზრუნველყოფილია ღია აუზით, კაფეტერიით, საბავშვო მოედნით, პანორამული ლიფტით, დაცვით, ვიდეო მონიტორინგით, დასუფთავების, რეცეფციისა და ნომრების გაქირავების სერვისით, “ - განაცხადა Family Inn Gonio-ს კომერციულმა დირექტორმა დავით ტალახაძემ.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა