„საპენსიო  სააგენტო“ - ჯარიმა იმ კომპანიებსაც დაეკისრებათ, რომლებმაც საკუთარი 2%-იანი საპენსიო შენატანის გადახდაც  დასაქმებულებს დააკისრეს და ამ მიზნით ხელფასი შეუმცირეს

„საპენსიო სააგენტოს“ თავმჯდომარის განცხადებით, ჯარიმა იმ კომპანიებსაც დაეკისრებათ, რომლებმაც საკუთარი 2%-იანი საპენსიო შენატანის გადახდაც დასაქმებულებს დააკისრეს და ამ მიზნით მათ ხელფასი შეუმცირეს. ამის შესახებ „საპენსიო სააგენტოს“ დირექტორმა ლევან სურგულაძემ „ინტერპრსნიუსს“ განუცხადა.

„ჯერჯერობით ჩვენთვის არავის მოუმართავს, რომ დამსაქმებელმა აიძულა მისი წილი საპენსიო შენატანის გადახდა ან რამე მსგავს ფაქტს ჰქონდა ადგილი, თუმცა თუ მოქალაქე მოგვმართავს, ჩვენ აუცილებლად გვექნება შესაბამისი რეაგირება, რამდენადაც მნიშვნელოვანია, რომ არ შეილახოს დასაქმებულის ინტერესები. დასაქმებულებს ასევე შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ და ამგვარად დაიცვან საკუთარი უფლებები. ცხადია, დიდი კორპორაციები ასე არ იქცევიან და პირიქით, ისეთი მაგალითებიცაა, როდესაც დასაქმებულის ნაცვლადაც დამსაქმებელი იხდის 2%-იან შენატანს, თუმცა, თუ მოხდება დარღვევა, კომპანია 500-დან 1000 ლარამდე დაჯარიმდება,“ - განაცხადა სურგულაძემ.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა