Wendy’s ქსელში ქართული პროგრამა FINA ინერგება

ქართული კომპანია FINA საერთაშორისო ბრენდის Wendy’s ობიექტებში რესტორნის მართვის სისტემას FINA24 ნერგავს. პროგრამული უზრუნველყოფა წარმოდგენილია როგორც Wendy’s-ის სწრაფი კვების ობიექტებში, ასევე Wendy’s კაფეებსა და Wendy’s Pizza-ში.

დანერგვის პროცესში განხორციელდა Wendy’s-ში არსებული პროცესების შესწავლა და დამატებით შემუშავდა ახალი მოდულები, რამაც უზრუნველყო რესტორნის პროცესების ეფექტური მართვა და კონტროლი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შემუშავდა მზარეულების, დრაივისა და რიგების მონიტორების მართვის მოდულები. ასევე დაემატა ეფექტური მართვისთვის საჭირო ახალი და მნიშვნელოვანი ფუნქციონალი.

პროგრამის ინსტალაცია განხორციელდა 48 გაყიდვის წერტილზე, რომლებიც დაკავშირებულნი არიან FINA24-ის სერვერულ სისტემასთან. ხოლო მენეჯერებისა და ადმინისტრაციის მხრიდან პროგრამის მართვა ვებ-ინტერფეისის დახმარებით ხორციელდება. ამჟამად კი, პროექტის ფარგლებში, ანალიტიკური და ფინანსური მართვის ინსტრუმენტების შემუშავება მიმდინარეობს.

Wendy’s-ის დამფუძნებელმა - დეივ თომასმა ამერიკული ბრენდის პირველი ობიექტი 1969 წლის ნოემბერში კოლუმბუსში, ოჰაიოს შტატში გახსნა და 50 წლის შემდეგ Wendy’s მსოფლიოს 29 ქვეყანაში 6500-ზე მეტი ლიცენზირებული რესტორნითაა წარმოდგენილი, მათ შორის 11 ობიექტით საქართველოში.

FINA - ქართული პროდუქტია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წელს გამოჩნდა და 8 წლიანი ოპერირების მანძილზე მისი კლიენტი ორგანიზაციების რიცხვმა 2500-ს გადააჭარბა.

კომპანია FINA სხვადასხვა მიმართულების ბიზნეს კომპანიებს ისეთ პროგრამულ მოდულებს სთავაზობს, როგორიცაა ბუღალტერია, ვაჭრობა-საწყობი, დისტრიბუცია, კაფე-რესტორანი, სასტუმრო და სხვ. დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია ვებ გვერდზე www.FINA.ge

FINA - საიმედო პარტნიორი თქვენი ბიზნესისათვის!

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა