ზურაბ ჭიაბერაშვილი უმრავლესობას - ფარული კენჭისყრა არის საშუალება თქვენთვის, რომ ჩააცემენტოთ და ჩააბეტონოთ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის მმართველობა

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევისას ფარული კენჭისყრა არის სწორედ ის საშუალება „ქართული ოცნებისთვის“, რომ ჩააცემენტონ და ჩააბეტონონ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის მმართველობა.

როგორც ჭიაბერაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ღია კენჭისყრისას საზოგადოებას ის მაინც ეცოდინება, ვინ იღებს გადაწყვეტილებას, როცა 20 და 30 წლით მმართველობას ერთ კლანს აძლევს.

„კენჭისყრა ღია იყოს თუ ფარული ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისმა პირდაპირ მიგითითათ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა ღია კენჭისყრით უნდა ჩაატაროს. აქ უკვე იყო დამოწმებული ვენეციის კომისიის დასკვნის 33-ე პარაგრაფი, სადაც პირდაპირ წერია, რომ შემოთავაზებული ტიპის კენჭისყრამ შეიძლება გამოიწვიოს გარედან თუ გვერდიდან ჩარევები. დღეს მე მოვისმინე განცხადება, რომ თავის დროზე, 2013 წელს თითქოს ვენეციის კომისიამ თქვა რომ ფარული იყოს კენჭისყრაო, მაგრამ როდესაც 2013-ში გაიცა ასეთი რეკომენდაცია, რა თქმა უნდა, არსებობდა იმის იმედი, რომ გადავდიოდით სრულიად ახალ სტანდარტზე, მაგრამ მას შემდეგ ისე დამძიმდა ვითარება, რომ ახლა პირიქით, ვენეციის კომისიაც გვეუბნება და ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისიც, რომ ასეთი ფარული კენჭისყრა არის სწორედ საშუალება თქვენთვის, პოლიტიკური გუნდისთვის, ჩააცემენტოთ და ჩააბეტონოთ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის მმართველობა. ღია კენჭისყრაში საზოგადოებას ის მაინც ეცოდინება, ღიად და ნათლად, ვინ აკეთებს ასეთ გადაწყვეტილებას, როცა 20 და 30 წლით ერთ კლანს აძლევს მმართველობას მაშინ, როდესაც ფარულ კენჭისყრაში ისე გაივლიან ეს ადამიანები ამ პროცედურას, რომ წარბს არ შეატოკებენ“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ