ნათია მეზვრიშვილი - ვარკეთილში მომხდარი შემთხვევის ადგილზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება და იმედი მაქვს, დანაშაული მალე გაიხსნება

შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი დარწმუნებულია, რომ ვარკეთილში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი, ისე როგორც სხვა მსგავსი დანაშაულებრივი ფაქტები, მალე გაიხსნება.

როგორც მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე პოლიცია ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.

"სამწუხაროდ, ყაჩაღობის ფაქტი მოხდა ვარკეთილში. ადგილზე ინტენსიურად მუშაობს პოლიცია. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ტარდება. დარწმუნებული ვარ და იმედს ვიტოვებ, რომ ამ დანაშაულის გახსნა ძალიან მალე მოხდება, ისევე როგორც ყაჩაღობის სხვა ფაქტების გახსნის დროს იყო პოლიცია საკმაოდ ეფექტური და საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მივაწვდით", - განაცხადა მეზვრიშვილმა.

რაც შეეხება ყაჩაღობისა და მსგავსი დანაშაულების გახშირებას, მეზვრიშვილი ამბობს, რომ 2018 წელთან შედარებით 2019 წელს სტატისტიკურად დანაშაულის ზრდის ტემპი შემცირებულია.

"მას შემდეგ, რაც ჩვენ აღრიცხვიანობა გავაუმჯობესეთ და გარკვეული წინსვლები ამ მიმართულებით გვაქვს, 2019 წელს 2018 წელთან შედარებით სტატისტიკური ზრდის ტემპი შემცირებულია", - აღნიშნა შს მინისტრის მოადგილემ.

იხილეთ ვიდეო

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია