რევაზ სოხაძე - თაბორის მთაზე მდებარე მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობაზე ოპოზიციის განცხადება უსაფუძვლოა

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე თაბორის მთის ტერიტორიაზე პარლამენტარ ბექა ოდიშარიას კუთვნილი მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობის საკითხზე ოპოზიციის განცხადებებს უსაფუძვლოს უწოდებს.

რევაზ სოხაძის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების და მერიის მოსაზრებაა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობა არ უნდა განხორციელდეს. შესაბამისად, მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ განხორციელდეს მიწის ადგილმონაცვლეობა.

„სხვა მექანიზმი იმისთვის, რომ მშენებლობა შეჩერებულიყო არ არსებობს. ამიტომ, დღეს ვიღებთ გადაწყვეტილებას, რაც მესაკუთრესთან შეთანხმებულია, რომ ჩვენ აღნიშნული ტერიტორია ჩავანაცვლოთ სხვა ტერიტორიით. მიწის შეფასებას ახდენს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, ამიტომ ამასთან დაკავშირებით თითის გაშვერა მერიისკენ ან საკრებულოს მხარეს მიზანშეწონილი არ არის“, - განაცხადა ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ.

რევაზ სოხაძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია ციფრებით აპელირებს, რაც უსაფუძვლოა.

„აქ უბრალო მათემატიკაა, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მიწა გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე გარეუბნებში და ოპოზიციის განცხადებები ამასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა. თაბორის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის მონაცვლეობა ხორციელდება მუხიანში მიწის ნაკვეთზე, რაც თავისთავად იწვევს ფასთა სხვაობას. ამ საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს და მერიას შეკითხვები არ უნდა დაესვას, რადგან ექსპერტიზის ოფიციალური შეფასების შესაბამისად ვხელმძღვანელობთ“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება