„ლიბერთი ბანკზე“  ყაჩაღური თავდასხმის  ფაქტზე დაკავებული სამი პირიდან ერთმა ბრალი აღიარა, დანარჩენები დუმილის უფლებას იყენებენ

„ლიბერთი ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე დაკავებული სამ პირიდან ერთ-ერთმა, გურამ ხვადაგიანმა ბრალი აღიარა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ხვადაგიანის ადვოკატმა, ლამარა ბზიშვილმა განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მან მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 4 000-ლარიანი გირაოს გამოყენება მოითხოვა. თუმცა, სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

რაც შეეხება დანარჩენ ორ პირს, ნიკოლოზ ჯანიაშვილსა და ამირან ლაკვახელიანს, ისინი დუმილის უფლებას იყენებენ. სამივე მათგან სასამართლომ დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 19 აპრილს, დილის საათებში, სამი შეიარაღებული ნიღბიანი პირი "ლიბერთი ბანკის" ვარკეთილის ფილიალს თავს დაესხა. მათ იარაღის მუქარით გაიტაცეს თანხა 2045 ლარის ოდენობით და მიიმალნენ.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?