ჟურნალისტ ზაზა სვანაძეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ჟურნალისტ ზაზა სვანაძეს, რომელიც სამართალდამცავებმა მუქარის ბრალდებით დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ მიიღო. დაცვის მხარემ სასამართლო სხდომაზე სვანაძის 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა, სასამართლომ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

ზაზა სვანაძე სამართალდამცავებმა 20 აპრილს დააკავეს. მას ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო ჯღარკავას შვილის მიმართ მუქარას ედავებიან. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
განსაკუთრებული შეთავაზება მხოლოდ ოფიციალური Samsung-ის შეძენისას
ახალი კოროლა კროსი – დახვეწილი SUV სტილი