PSP-სა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს, წიგნის ჩუქების დღეს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში კომპანია PSP-სა და პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ დაჯილდოვდა 3 გამარჯვებული, რომელთაც PSP-ს მიერ 14 აპრილს გამოცხადებულ კონკურსში წარმატებით მიიღეს მონაწილეობა. ქართული ენის დღეს PSP-ს მიერ გამოაცხადებულ კონკურსში მონაწილეობა ყველა მსურველს მარტივად შეეძლო. საკმარისი იყო მხოლოდ ქართული ანბანის ლამაზი კალიგრაფიით დაწერა და dedaena@psp.ge-ზე გამოგზავნა. კომპეტენტურმა ჟურიმ, რომელშიც PSP-სა და ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან ერთად ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის და გამომცემლობა "პალიტრა L"-ის წარმომადგენლები შედიოდნენ, სამი გამარჯვებული გამოავლინა ორშაბათს, 22 აპრილს.

გამარჯვებულები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან არიან: „საუკეთესო კალიგრაფიის“ სერტიფიკატის მფლობელი წალენჯიხელი ნონა მიქავა და „ყველაზე შემოქმედებითი“ ნამუშევრის ავტორი ქუთაისელი მაკა ბარდაველიძე პედაგოგები არიან, „ყველაზე ორიგინალური“ ნამუშევრის ავტორი ზუგდიდელი ჯესიკა ჩხაპელიაა. გამარჯვებულებს სერტიფიკატებთან ერთად საჩუქრად გადაეცემათ "პალიტრა L"-ისგან წიგნი „33 ემოცია“, ეროვნული ბიბლიოთეკისგან სასაჩუქრე ალბომი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისგან ალბომები “ქართული კალიგრაფია“ და „ქართული ხელნაწერი“, პოსტერი „ქართული ანბანი“ და კოსმეტიკური პროდუქციის ნაკრები კომპანია PSP-სგან.

PSP-სა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის გაფორმებული მემორანდუმი მრავალმხრივ ურთიერთობას ითვლისწინებს. ეროვნული ბიბლიოთეკის კამპანია „აჩუქე წიგნები“-ს ფარგლებში PSP-ს თანამშრომლების მიერ მუდმივად მოხდება სასწავლო წიგნების და მხატვრული ლიტერატურის შეგროვება, რომელსაც ეროვნული ბიბლიოთეკა ქართულ დიასპორებსა და მიზნობრივ ჯგუფებს გადასცემს. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს საქართველოს მასშტაბით PSP-ს აფთიაქებში მოსახლეობის მიერ ნაჩუქარი წიგნების შეგროვება- გადაცემის ორგანიზებას ეროვნული ბიბლიოთეკისთვის, ასევე რეგიონებში ბიბლიოთეკებისთვის ტექნიკურ მხარდაჭერას ადგილობრივი მოსახლეობის არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით.

„PSP ქართული კომპანიაა. უკვე 25 წელია ქართულ საქმეს ვაკეთებთ და მოხარული ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ბევრი სასიკეთო და ეროვნული საქმის გაკეთების საფუძველი გახდება და PSP წიგნიერებისა და განათლების გავრცელებაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს“, - აცხადებენ PSP-ში.

„ძალიან მნიშვნელოვანია ქართული კომპანიების ჩართულობა წიგნიერების და განათლების ხელშემწყობ პროგრამებში, განსაკუთრებით ისეთი სერიოზული და ლიდერი კომპანია როგორიც PSP-ეა. მოხარულები ვართ ამ თანამშრომლობის“ , - აცხადებენ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

(R)

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს