„ლუკოილის“ ავტოგასამართ სადგურებზე „ნიკორას“ ექსპრესფილიალები გაიხსნება

„ნიკორა ტრეიდმა“ და „ლუკოილ ჯორჯიამ“ გააფორმეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც „ნიკორა ტრეიდი“ „ლუკოილის“ ავტოგასამართ სადგურებზე ექსპრეს ფილიალებს განათავსებს. ამიერიდან „ლუკოილის“ მომხმარებელს საშუალება ექნება ავტოგასამართ სადგურებზე შეიძინოს „ნიკორას“ მუდამ ახალი და ხარისხიანი პროდუქცია, ასევე, ისარგებლოს სხვადასხვა სახის აქციებით და შეთავაზებებით.

ამის შესახებ განცხადებას „ნიკროა ტრეიდისა“ და „ლუკოილ ჯორჯიას“ წარმომადგენლები აკეთებენ.

“მოხარულები ვართ, რომ მომხმარებლებს ექსპრეს ფილიალების ფორმატს უკვე „ლუკოილის“ სადგურებზეც შევთავაზებთ. ეს იქნება ევროპულ სტანდარტებზე მორგებული, მომხმარებლის სურვილების მაქსიმალური გათვალისწინებით შექმნილი ფილიალები, სადაც ასევე განთავსებული იქნება მცირე ზომის კაფეტერიებიც. ვგეგმავთ, მუდმივად გვქონდეს საინტერესო შეთავაზებები და ამით კიდევ უფრო დავაინტერესოთ „ლუკოილის მომხმარებლები,“ - განაცხადა სს „ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ურუშაძემ.

„პროექტი თავის მხრივ ჩვენთვის ძალიან მიმზიდველია, რადგან ქვეყნის ყველაზე დიდ სუპერმარკეტების ქსელთან ვიწყებთ თანამშრომლობას. ორივე ბრენდს ყავს ასეულათასობით ლოიალური მომხმარებელი და მათი კმაყოფილება, კიდევ უფრო გაიზრდება ორი წამყვანი ბრენდის ერთ სივრცეში გამოჩენით. ვფიქრობთ, ექსპრეს ფილიალები დიდ ინტერესს გამოიწვევს მომხმარებლებში და შედეგად მივიღებთ კიდევ ბევრ ახალ და კმაყოფილ მომხმარებელს, - განაცხადა შპს „ლუკოილ ჯორჯიას“ დირექტორმა გოშგარ მაჰმუდოვმა.

ერთობლივი პროექტის ფარგლებში „ნიკორა სუპერმარკეტს“ გეგმაში აქვს ახლო მომავალში სრულად მოიცვას „ლუკოილის“ ავტოგასამართი სადგურები. თავის მხრივ, ყველა ექსპრეს ფილიალი აღჭურვილი იქნება უსადენო ინტერნეტით და საპირფარეშოთი.

(R)

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს