ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღაზე მსჯელობენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით, ხელისუფლების სამივე შტოს, დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრას მართავს. აღნიშნულის შესახებ „ ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფი რეფორმის მეოთხე ფაზის ოთხ ძირითად საკითხზე მსჯელობს, რომლებიც სასამართლოს გადატვირთულობას, დისციპლინურ წარმოებას, იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმას და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უკავშირდება.

„დღეს იმართება შეხვედრა სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ სესიის ბოლომდე უკვე გვსურს ამ რეფორმის განხორციელება. ახალ ფორმატთან დაკავშირებით, შევთანხმდით ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებთან და სწორედ ახალი ფორმატით, ახალი შემადგენლობით შეიკრიბა სამუშაო ჯგუფი”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დაახლოებით, ორ კვირაში დისკუსიის მორიგი რაუნდი გაიმართება.

„ამის საფუძველზე, შევძლებთ უკვე საბოლოოდ, კანონპროექტის სახის მიცემას იმ მოსაზრებებისთვის, რომლებიც ამ სამუშაო ჯგუფის ფორმატში იქნება განხილული”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პაატა შეშელიძე - დიდია ეჭვი იმაზე, რომ ფულის შემოტანა და ბანკში გადახურდავება შეთანხმებული იყო ხელისუფლების საკმაოდ მაღალ დონეზე, სხვაგვარად ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა
მირიან  მირიანაშვილი - ივანიშვილი ცდილობს აიძულოს დასავლეთი, მისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მიცემის ფორმატზე გადავიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.09.2025
1+1=13 - „კარფურის“ დაბადების დღეზე, როგორც ყოველთვის, გადასარევი ამბებია
სასტუმრო „ტელეგრაფში“ ჯაზ-კლუბი, „როლინგ სთოუნ ბარი“ და იტალიური რესტორანი გაიხსნა
„ექსპო-ჯორჯიაში“ ჩინური კომპანია KAC Expo-ს ორგანიზებით, ჩინური ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
Turning Point - ლიდერობის პროგრამა ტოპ მენეჯერებისთვის - ახალი ხედვა ქართულ ბაზარზე
„სვის კაპიტალი“ „სკაპის“ სახელით აგრძელებს საქმიანობას - რებრენდინგის მიზანი და სტრატეგია
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად