სანდრა რულოვსი - ვაპირებ, რომ ზუგდიდში მცხოვრებ ქალებთან განსაკუთრებული ყურადღება რეპროდუქციულ ჯანმრთელობას დავუთმო

მე ვაპირებ, რომ ზუგდიდში მცხოვრებ ქალებთან განსაკუთრებული ყურაღება დავუთმო რეპროდუქციულ ჯანმრთელობას, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ქალთა უფლებებსა და საჭიროებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სანდრა რულოვსსა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე ყურადღება ზუგდიდში ქალებისთვის სერვისების ხელმისაწვდომობისა და დასაქმების პრობლემებზე გამახვილდა.

„შევხვდი ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაციებს. ვისაუბრეთ ზოგადად ქალთა პრობლემებზე - რეპროდუქციული ჯანმრთელობა, სერვისების ხელმისაწვდომობა, დასაქმება, თუ რამდენი ქალია დასაქმებული არამარტო ზუგდიდში, არამედ ზოგადად ქვეყანაში. მირჩიეს, რომ მესაუბრა ზუგდიდშიც ქალების ფოკუს -ჯგუფების ფორმატში, რომ გავიგო, თუ რა არის ყველაზე დიდი პრობლემა. არსებობს კვლევები, სადაც პირველ ადგილზე არის ოჯახური ძალადობის პრობლემა, ასევე პრობლემას წარმოადგენს სექსუალური შევიწროება, აბორტი. ხშირად არის პრობლემები რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რაც ჩემი დარგია. მე ვაპირებ, რომ ზუგდიდში მცხოვრებ ქალებთან განსაკუთრებული ყურადღება დავუთმო რეპროდუქციულ ჯანმრთელობას",-განაცხადა სანდრა რულოვსმა.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს