„მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი - საქართველოს არ აქვს ენერგოპოლიტიკა

პირდაპირ ვიტყვი, საქართველოს არ აქვს ენერგოპოლიტიკა, მითუმეტეს არ აქვს ენერგეტიკის განვითარების სტრატეგიული გეგმა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „მწვანე ალტერნატივის" წარმომადგენელმა დათო ჭიპაშვილმა ენერგეტიკის სექტორში არსებული ვითარების კომენტირებისას განუცხადა.

ჭიპაშვილი არ ეთანხმება სამთავრობო სექტორისა და ექსპერტთა გარკვეული ნაწილის შეფასებებს, რომ მუდმივად იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება და ამიტომ ახალი ენერგოსიმძლავრეებია სააჭირო და ამის არგუმენტად მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებას ასახელებს.

„იანვარში ელექტროენერგიის მოხმარება 8.7%-ითაა შემცირებული, რაც მნიშვნელოვანი კლებაა. იმ პირობებში, რომ სულ გვარწმუნებდნენ აქამდე, რომ ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება, საინტერესოა ახლა რა მიზეზით შემცირდა და როგორია სტრატეგია ამ კუთხით, ასევე რამდენადაა ჩართული სტრატეგის შემუშავებაში ყველა დაინტერესებული მხარე,“ - განაცხადა დავით ჭიპაშვილმა.

ამასთან, ჭიპაშვილი ენერგოსექტრთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისა და კანონების შემუშავების პროცესში დაინტერესებული მხარეების არასაკმარის ჩართულობაზე და ენერგოსექტორში ამ მხრივ არსებულ გაუმჭვირვალობაზეც საუბრობს.

„საუბარია ენერგეტიკის ახალ კანონმდებლობაზე, რომელიც პარლამენტს უნდა წარედგინოს, მაგრამ ამ კანონპროექტის სამუშაო ვერსია თვალით არავის უნახავს. გამჭვირვალობა და დაინტერესებული მხარეების, მათ შორის იმ მოსახლეობის, ვისაც ეს პროექტები უშუალოდ ეხება, ჩართულობა ასეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური დოკუმენტების მომზადების პროცესში მაღალ დონეზე უნდა იყოს. მსგავსად, ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმა, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წელს უნდა წარმოდგენილიყო, დღემდე გარკვეული ვიწრო ჯგუფის გარდა, არავის უნახავს,“ -განმარტა ჭიპაშვილმა.

ამასთან, ჭიპაშვილი აკრიტიკებს ენერგოსექტორში გარანტირებული შესყიდვის პირობით ხელშეკრულებების დადებას და ხელშეკრულებების კონფიდენციალურ ხასიათს. მისი თქმით, ეს საბაზრო მოდელს ამახინჯებს, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ენერგოთანამეგობრობის მოთხოვნებს და არსებული პოლიტიკის პირობებში ენერგოთანამეგობრობის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ეჭვქვეშ აყენებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა