„თავისუფალმა საქართველომ“ მთაწმინდის მაჟორიტარ კანდიდატად გიორგი ანდრიაძე წარადგინა

ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ: „თავისუფალმა საქართველომ“ (კახა კუკავა), მოძრაობა „თავისუფლებამ“ (კონსტანტინე გამსახურია), „ქრისტიან-დემოკრატიულმა“ მოძრაობამ (გოჩა ჯოჯუა) და „ჰელსინკის ჯგუფმა“ (ავთანდილ რცხილაძე) მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, პარლამენტის წევრობის კანდიდატად გიორგი ანდრიაძის კანდიდატურა წარადგინეს. არჩევნებში გიორგი ანდრიაძე მონაწილეობას პარტია „თავისუფალი საქართველოს“ სახელით (N9) მიიღებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს.

„როგორც პრესკონფერენციაზე „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ აღნიშნა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეროვნულ-კონსერვატიული მიმართულების პოლიტიკური ძალები გაერთიანდნენ საერთო მიზნის მისაღწევად.

„უმნიშვნელოვანესი არის ის, რომ ეს შუალედური არჩევნები გახდეს პრეცედენტი - პირველად 2012 წლის შემდეგ, პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას მიიღებს არა ორი სუბიექტი: „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ რეალურად გამოიკვეთება ეროვნულ-ტრადიციულ ფასეულობებზე ორიენტირებული ახალი პოლიტიკური ძალა“, - განაცხადა კუკავამ.

„პარტია „თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატი მონაწილეობას იღებს აგრეთვე ზესტაფონის მერის არჩევნებში (გოგი წულაია), ოზურგეთის საკრებულოს არჩევნებში (მარიამ მაჩაბერიძე), ხოლო ჭიათურის ოლქში „თავისუფალი საქართველო“ მხარს უჭერს დამოუკიდებელ კანდიდატს - ზურაბ კუპატაძეს“, - აღნიშნულია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

„თავისუფალმა საქართველომ“ მთაწმინდის მაჟორიტარ კანდიდატად გიორგი ანდრიაძე წარადგინა

ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ: „თავისუფალმა საქართველომ“ (კახა კუკავა), მოძრაობა „თავისუფლებამ“ (კონსტანტინე გამსახურია), „ქრისტიან-დემოკრატიულმა“ მოძრაობამ (გოჩა ჯოჯუა) და „ჰელსინკის ჯგუფმა“ (ავთანდილ რცხილაძე) მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, პარლამენტის წევრობის კანდიდატად გიორგი ანდრიაძის კანდიდატურა წარადგინეს. არჩევნებში გიორგი ანდრიაძე მონაწილეობას პარტია „თავისუფალი საქართველოს“ სახელით (N9) მიიღებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს.

„როგორც პრესკონფერენციაზე „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ აღნიშნა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეროვნულ-კონსერვატიული მიმართულების პოლიტიკური ძალები გაერთიანდნენ საერთო მიზნის მისაღწევად.

„უმნიშვნელოვანესი არის ის, რომ ეს შუალედური არჩევნები გახდეს პრეცედენტი - პირველად 2012 წლის შემდეგ, პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას მიიღებს არა ორი სუბიექტი: „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ რეალურად გამოიკვეთება ეროვნულ-ტრადიციულ ფასეულობებზე ორიენტირებული ახალი პოლიტიკური ძალა“, - განაცხადა კუკავამ.

„პარტია „თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატი მონაწილეობას იღებს აგრეთვე ზესტაფონის მერის არჩევნებში (გოგი წულაია), ოზურგეთის საკრებულოს არჩევნებში (მარიამ მაჩაბერიძე), ხოლო ჭიათურის ოლქში „თავისუფალი საქართველო“ მხარს უჭერს დამოუკიდებელ კანდიდატს - ზურაბ კუპატაძეს“, - აღნიშნულია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს