აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში ორი მინისტრის ანგარიში მოისმინეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, რომელსაც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე უძღვებოდა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრებს მოუსმინეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, ჯაბა ფუტკარაძემ და ზაალ მიქელაძემ ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში წარადგინეს.

მათივე ინფორმაციით, თავდაპირველად, სხდომაზე, რომელსაც მინისტრების მოადგილეები - არჩილ ვანაძე, ნინო ნიჟარაძე, ზურაბ თენიეშვილი და უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრები ესწრებოდნენ, მოხსენებით ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი წარსდგა.

ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, გასული წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი შემოსავლების ნაწილში 108 %-ით (288,8 მილიონი ლარი), ხოლო ხარჯვით ნაწილში 92 %-ით (344,4 მილიონი ლარი) შესრულდა, რეგიონში მნიშვნელოვნად გაიზარდა საინვესტიციო, ეკონომიკური მაჩვენებლები და, შესაბამისად, დასაქმებულთა რაოდენობა. მინისტრმა ისაუბრა გასული წლის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ და სხვა მიმართულებებით განხორციელებულ პროექტებზე და უპასუხა სხდომის მონაწილეთა შეკითხვებს.

ჯაბა ფუტკარაძის შემდგომ საკანონმდებლო ორგანოს წევრებს გასული წლის საქმიანობის ანგარიში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა გააცნო. ზაალ მიქელაძის განმარტებით, უწყებამ დაახლოებით 17-მილიონიანი ბიუჯეტი 100 %-ით შეასრულა და საანგარიშო წლის განმავლობაში 9 პროგრამა და 30 ქვეპროგრამა განახორციელა. ამასთან, პროგრამები მოსახლეობის საჭიროებების კვლევის შედეგების შესაბამისად მომზადდა. წელს სამინისტროს ბიუჯეტი თითქმის მილიონი ლარითაა გაზრდილი, გაზრდილია პროგრამების რაოდენობაც. მინისტრმა უპასუხა კანონმდებლებისა და სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრების შეკითხვებს. მინისტრების ანგარიშები ორივე კომიტეტმა ცნობად მიიღო.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს