„საქართველოს ბანკი“ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სერვისცენტრების მუშაობის განრიგის შესახებ აცხადებს

„საქართველოს ბანკმა“ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სერვისცენტრების მუშაობის განრიგის შესახებ განაცხადა. 26, 28 და 29 აპრილი „საქართველოს ბანკის“ გარკვეული სერვისცენტრებისთვის დასვენების დღეები იქნება. შაბათს, 27 აპრილს, ბანკის ყველა სერვისცენტრი, მათ შორის Express სერვისცენტრებიც, იმუშავებენ ჩვეულ რეჟიმში, სტანდარტულად დადგენილი სამუშაო საათების მიხედვით. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მომხმარებელს მოქმედი სერვისცენტრების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის შეუძლია მიმართოს, სატელეფონო მომსახურების ცენტრს ნომერზე: 2 444 444. სატელეფონო მომსახურების ცენტრი ხელმისაწვდომი იქნება 24 საათის განმავლობაში, კვირაში შვიდი დღე. ასევე, ინფორმაცია „საქართველოს ბანკისა“ და Express ბანკის სერვისცენტრების მუშაობის განრიგთან დაკავშირებით ხელმისაწვდომი იქნება შემდეგ ბმულებზე:

საცალო საბანკო მომსახურების სერვისცენტრების განრიგის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://bankofgeorgia.ge/retail/ge/about-us/news?n=442

ექსპრეს ბანკის სერვისცენტრების განრიგის ნახვა მომხმარებელს შეუძლია ბმულზე: http://expressbank.ge/ge/about-express/news?n=251

30 აპრილიდან „საქართველოს ბანკის“ ყველა სერვისცენტრი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

ლევან ლორთქიფანიძე - რიგითი მოქალაქეების პოლიტიკურ ხაფანგში აღმოჩენაზე მთავარ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ ვაკისრებ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლისთვის გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს