ირაკლი კობახიძე მოსამართლეების შესახებ კანონპროექტზე - ჩვენი პროცედურა შეიძლება ასჯერაც უფრო გამჭვირვალეა, ევროკავშირის ქვეყნებისა და ამერიკის პროცედურასთან შედარებით - ამის იქით აღარაფერი არსებობს

ჩვენი პროცედურა ათჯერ და შეიძლება ასჯერაც უფრო გამჭვირვალეა, ევროკავშირის ქვეყნებისა და ამერიკის პროცედურასთან შედარებით. ამის იქით აღარაფერი არსებობს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებული კანონპროექტის შეფასებისას განუცხადა. კობახიძემ ყველას მოუწოდა, დაასახელონ ერთი ქვეყანა მაინც, სადაც მისი თქმით, მოსამართლეთა შერჩევის მსგავსი გამჭვირვალე პროცედურაა.

„ეს არის უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურა, რომელსაც არ აქვს ანალოგი ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში. მოვუწოდებ ყველას, დაასახელონ ევროკავშირის თუნდაც ერთი ქვეყანა, სადაც ამის მეათედი მაინც არის დადგენილი. კანონპროექტში ჩადებულია გარანტია, რომ საბოლოოდ უზენაეს სასამართლოში პარლამენტი აირჩევს კეთილსინდისიერ და მაღალკვალიფიციურ მოსამართლეებს. შეგიძლიათ, ნახოთ ამერიკის შეერთებული შტატების პროცედურაც, სადაც იმის მეათედიც კი არ არის უზრუნველყოფილი, რაც ჩვენ მიერ შემოთავაზებული კანონპროექტით არის უზრუნველყოფილი. ეს არის უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურა, რომლის იქით აღარაფერი არსებობს. ჩვენი პროცედურა ათჯერ და შეიძლება ასჯერაც უფრო გამჭვირვალეა, ევროკავშირის ქვეყნებისა და ამერიკის პროცედურასთან შედარებით,"- განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ კანონპროექტის განხილვა მესამე მოსმენიდან მეორეზე დაბრუნდეს, კობახიძემ უპასუხა, რომ შემდეგ კვირაში მესამე მოსმენით იქნება მიღებული ეს კანონპროექტი.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა