ირაკლი კობახიძე - ყველა ფორმატს ვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ყურადღება მაქსიმალურად გავამახვილოთ ოკუპაციის პრობლემაზე

ყველა ფორმატს ვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ყურადღება მაქსიმალურად გავამახვილოთ ოკუპაციის პრობლემაზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპის საბჭოს მე-19 კონსოლიდირებულ ანგარიშს "კონფლიქტი საქართველოში".

"ჩვენ აბსოლუტურად ყველა ფორმატს ვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ყურადღება მაქსიმალურად გავამახვილოთ განსაკუთრებით ოკუპაციის პრობლემაზე და ყველა იმ გამოწვევაზე, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებასთან და ჩვენს რეგიონში სტაბილურობასთანაა დაკავშირებული,"- აღნიშნა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე, გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა რუსეთისთვის სანქციების დაკისრებისთვის ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიიდან გამომდინარე.

"არის კონკრეტული აქტივობები, არის კონკრეტული ქვეყანა, რომელსაც უკვე შესაბამისი მხარდაჭერა აქვს გამოცხადებული. მაგალითად, მხარდაჭერა ლიტვამ გამოაცხადა. ასევე, ამერიკასთან და ევროკავშირთან კონკრეტული საუბრები გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ხელშესახები იყოს მათი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. მაქსიმალურად ვაქტიურობთ. ამ აქტიურობაში ჩართულია როგორც უმრავლესობა, ისე ოპოზიცია, მათ შორის საპარლამენტო ფორმატებში. მე ყველას მოვუწოდებ, ნაცვალად ასეთი არასწორი განცხადებებისა, საერთაშორისო დონეზე იაქტიურონ იმისთვის, რომ ყველამ ერთად მივაღწიოთ შესაბამის მიზნებს. ჩვენ საერთო მიზანი გვაქვს," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა